კალიაკრის ბრძოლა
რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი
თარიღი 11 აგვისტო 1791
მდებარეობა ბულგარეთი, შავი ზღვა
შედეგი რუსეთის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
თედორე უშაკოვი ჰუესინ ფაშა, საიდ ალი
ძალები
16 სახაზინო ხომალდი, 2 ფრეგატი, 19 დამხმარე გემი 18 სახაზინო გემი, 17 ფრეგატი, 43 დამხმარე გემი
დანაკარგები
17 დაღუპული და 28 დაჭრილი; 1 დაზარალებული გემი უცნობია
კალიაკრის ბრძოლა ვიკისაწყობში

კალიაკრის ბრძოლარუსეთ-ოსმალეთის ომის დამამთავრებელი საზღვაო ბრძოლა. გაიმართა 1791 წლის 11 აგვისტოს ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, კალიაკრის კონცხთან. რუსულმა ესკადრამ (16 სახაზინო ხომალდი, 2 ფრეგატი, 19 დამხმარე გემი) კონტრადმირალ თედორე უშაკოვის სარდლობით დაამარცხა ოსმალეთის ფლოტი (18 სახაზინო გემი, 17 ფრეგატი, 43 დამხმარე გემი), რომელსაც სანაპირო ბატარეები იცავდა. ამ გამარჯვებამ ხელი შეუწყო 1791 წელს იასის საზავო ხელშეკრულების დადებას.

ლიტერატურა

რედაქტირება