კალათბურთი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე – კაცების კვალიფიკაცია
კაცების საკვალიფიკაციო შეხვედრები ოლიმპიადის კალათბურთის ტურნირზე ჩატარდა 2019-დან 2020 წლამდე პერიოდში; სავარაუდოდ, ფიბა-ს (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ხუთივე ზონა იქნება წარმოდგენილი ოლიმპიადის კალათბურთის დისციპლინებში (COVID-19-ის პანდემიის გამო ოლიმპიადა გადაიდო 2021 წლამდე).[1]
იაპონია, როგორც მასპინძელი, პირდაპირ იღებს კვალიფიკაციას. პირველი საკვალიფიკაციო ტურნირი იყო 2019 წლის ფიბა-ს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც შვიდმა გუნდმა მიიღო კვალიფიკაცია. ამ ჩემპიონატის შემდეგი საუკეთესო 16 გუნდი, რომლებიც ოლიმპიადაზე უშუალოდ ვერ მიიღეს კვალიფიკაცია, ფიბა–ს ოთხივე რეგიონიდან შერჩეულ 2–2 (ანუ სულ 8) გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უაილდ-ქარდის ოთხ ცალკეულ ტურნირში, რომლებიც განსაზღვრავს ოლიმპიადაზე გასულ საბოლოო ოთხ გუნდს.
მეთოდი
რედაქტირებასულ 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, თითოეულ ეროვნულმა კომიტეტს შეუძლია გაგზავნოს მხოლოდ ერთი გუნდი.
კვალიფიკაცია ოლიმპიადის მასპინძლობის გზით
რედაქტირებამასპინძელი ქვეყანა (იაპონია) უფლებამოსილია მასპინძლად მიიღოს მონაწილეობა კაცების კალათბურთის დისციპლინაში.[2]
კვალიფიკაცია მსოფლიო თასის მეშვეობით
რედაქტირება2019 წლის ფიბა-ს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო შედეგების გუნდ(ებ)ი ფიბა–ს თითოეული ზონიდან პირდაპირ მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში.[3]
- ფიბა აფრიკა: 1 გუნდი
- ფიბა ამერიკა: 2 გუნდი
- ფიბა აზია: 1 გუნდი
- ფიბა ევროპა: 2 გუნდი
- ფიბა ოკეანეთი: 1 გუნდი
კვალიფიკაცია უაილდ-ქარდის ტურნირით
რედაქტირებადამატებით ოთხი გუნდი განისაზღვრება ფიბა–ს ოთხი ოთხი მსოფლიო ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის მეშვეობით, რომელშიც ექვს-ექვსი ან სულ ოცდაოთხი გუნდი იქნება წარმოდგენილი. ტურნირზე 2019 წლის მსოფლიო თასის კვალიფიკაციის არმქონე 16 საუკეთესო გუნდი და დამატებით 8 გუნდი შეეჯიბრებიან. 2 გუნდი თითოეული რეგიონიდან — აფრიკიდან, ამერიკიდან, აზიიდან (და ოკეანეთიდან) და ევროპიდან.[3] ფიბა–ს კალათბურთის მსოფლიო თასის 2019 წლის შედეგების მიხედვით, თითოეული ზონა გამოიყურება შემდეგნაირად:
- ფიბა აფრიკა: 3 გუნდი
- ფიბა ამერიკა: 7 გუნდი
- ფიბა აზია და ფიბა ოკეანეთი: 3 გუნდი
- ფიბა ევროპა: 11 გუნდი
კვალიფიციური გუნდები
რედაქტირებაკვალიფიკაციის საშუალებები[3] | თარიღი | შეჯიბრების ადგილი | ადგილები | კვალიფიკაცია | |
---|---|---|---|---|---|
მასპინძელი ქვეყანა [4] | 7 სექტემბერი, 2013 | ბუენოს-აირესი | 1 | იაპონია | |
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 | აფრიკა | 31 აგვისტო – 15 სექტემბერი, 2019 | ჩინეთი | 1 | ნიგერია |
ამერიკა | 2 | არგენტინა | |||
აშშ | |||||
აზია | 1 | ირანი | |||
ევროპა | 2 | საფრანგეთი | |||
ესპანეთი | |||||
ოკეანეთი | 1 | ავსტრალია | |||
2020 წლის კაცების ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები | 29 ივნისი – 4 ივლისი, 2021 | ვიქტორია | 1 | ||
სპლიტი | 1 | ||||
კაუნასი | 1 | ||||
ბელგრადი | 1 | ||||
სულ | 12 |
2019 წლის ფიბა-ს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
რედაქტირება- საბოლოო შედეგები ფიბა-ს ზონების მიხედვით
ქვეზონის რანგის საშუალებით კვალიფიცირებული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე | |
კვალიფიცირებული 2020 წლის ფიბა-ს მსოფლიო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე | |
კვალიფიცირებული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც მასპინძელი ქვეყანა |
# | ფიბა აფრიკა (1/5 გუნდი) |
ფიბა ამერიკა (2/7 გუნდი) |
ფიბა აზია (1/6 გუნდი) |
ფიბა ევროპა (2/12 გუნდი) |
ფიბა ოკეანეთი (1/2 გუნდი) | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გუნდი | მ – წ | გუნდი | მ – წ | გუნდი | მ – წ | გუნდი | მ – წ | გუნდი | მ – წ | |
1 | ნიგერია | 3–2 | არგენტინა | 7–1 | ირანი | 2–3 | ესპანეთი | 8–0 | ავსტრალია | 6–2 |
2 | ტუნისი | 3–2 | აშშ | 6–2 | ჩინეთი | 2–3 | საფრანგეთი | 6–2 | ახალი ზელანდია | 3–2 |
3 | ანგოლა | 1–4 | ბრაზილია | 3–2 | კორეა | 1–4 | სერბეთი | 6–2 | ||
4 | კოტ-დ’ივუარი | 0–5 | ვენესუელა | 2–3 | იორდანია | 1–4 | ჩეხეთი | 4–4 | ||
5 | სენეგალი | 0–5 | პუერტო-რიკო | 2–3 | იაპონია | 0–5 | პოლონეთი | 4–4 | ||
6 | დომინიკელთა რესპუბლიკა | 2–3 | ფილიპინები | 0–5 | ლიეტუვა | 3–2 | ||||
7 | კანადა | 2–3 | იტალია | 3–2 | ||||||
8 | საბერძნეთი | 3–2 | ||||||||
9 | რუსეთი | 3–2 | ||||||||
10 | გერმანია | 3–2 | ||||||||
11 | თურქეთი | 2–3 | ||||||||
12 | მონტენეგრო | 1–4 |
ფიბა-ს მსოფლიო ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები
რედაქტირება2019 წლის ფიბა-ს მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის შედეგების შემდეგ, თითოეული ზონა წარმოდგენილია შემდეგი ეროვნული გუნდებით: [5]
ოთხი ტურნირის მასპინძლობის უფლებები ვიქტორიას, სპლიტს, კაუნასსა და ბელგრადს მინიჭა.[6] თავდაპირველად მათი ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის 23-დან 28 ივნისამდე, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო 2021 წლის 22 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში.[7]
ფიბა აფრიკა | ფიბა ამერიკა | ფიბა ევროპა | ფიბა აზია და ფიბა ოკეანეთი |
---|---|---|---|
ტუნისი | ბრაზილია | სერბეთი | |
ანგოლა (ვბ) | ვენესუელა | ჩეხეთი | კორეა (ვბ) |
სენეგალი (ვბ) | პუერტო-რიკო | პოლონეთი | ჩინეთი (ვბ) |
დომინიკელთა რესპუბლიკა | ლიეტუვა | ფილიპინები (ვბ) | |
კანადა | იტალია | ||
მექსიკა (ვბ) | საბერძნეთი | ||
ურუგვაი (ვბ) | რუსეთი | ||
გერმანია | |||
თურქეთი | |||
ხორვატია (ვბ) | |||
სლოვენია (ვბ) |
ფიბა-ს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები მოიცავს ფიბა-ს 2019 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის არაკვალიფიციურ 16 საუკეთესო გუნდს და მისივე მსოფლიო რეიტინგში ორ ყველაზე მაღალრეიტინგულ ქვეყანას თითოეული ზონისათვის. 2019 წლის 19 სექტემბერს ფიბა-მ დაახახელა ეს გუნდები: ანგოლა და სენეგალი (აფრიკა), მექსიკა და ურუგვაი (ამერიკა), ჩინეთი და კორეა (აზია-ოკეანეთი) და ხორვატია და სლოვენია (ევროპა).
ახალი ზელანდია ტურნირიდან გამოვიდა 2021 წლის თებერვალში, რის გამოც ფიბა-მ ისინი ჩაანაცვლა ფილიპინებით, შემდეგი საუკეთესო გუნდით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.[8]
გათამაშება
რედაქტირება2020 წელს თითოეული ოთხი საკვალიფიკაციო ტურნირიდან გამოავლენს გუნდს, რომელიც კვალიფიკაციას მიიღებს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ფორმატი შედგებოდა 24 ეროვნული ნაკრებისგან, რომლებიც დაყოფილი იყო ოთხ ტურნირად, თითოში ექვსი გუნდით; თითოეულის გამარჯვებული გუნდი ოლიმპიადაზე იღებს კვალიფიკაციას. გათამაშება შედგა 2019 წლის 27 ნოემბერს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Joint Statement from the International Olympic Committee and the Tokyo 2020 Organising Committee. International Olympic Committee. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2020
- ↑ Stein, Mark (2 May 2017). „USA Basketball to use non-NBA players for qualifying after FIBA changes“. ESPN. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 3.0 3.1 3.2 „Qualification for Olympic Games“. FIBA. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Stein, Mark (2 May 2017). „USA Basketball to use non-NBA players for qualifying after FIBA changes“. ESPN. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Field set for FIBA Olympic Qualifying Tournaments 2020“. FIBA. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ FIBA Olympic Qualifying Tournaments hosts announced for 2020. FIBA (15 November 2019).
- ↑ FIBA's Executive Committee confirms global calendar update. FIBA (9 April 2020).
- ↑ FIBA statement on New Zealand's withdrawal from FIBA competitions en. FIBA (26 February 2021). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021