კაკაბეთის სამების ეკლესია
კაკაკბეთის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის ოთიანთ უბნის პირდაპირ, ბორცვზე. აგებულია 1989 წელს ძველ ნაეკლესიარზე.
ნაგებობა უაფსიდოა, დასავლეთიდან აქვს ერთი შომოსასვლელი, და ორი სარკმელი, დასავლეთით და აღმოსავლეთით. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. ეკლესიის სახურავის კეხის კიდეებში თითო ლითონის ჯვრებია დადგმული.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 113.