კაკაბეთის კავთის წმინდა გიორგის ეკლესია
კაკაბეთის კავთის შმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთიდან 3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია 7,1 მეტრი 4,9 მეტრზე, ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და შირიმით. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი სწორკუთაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფიდში გაჭრილია განიერი ოთხკუთხა სარკმელი, რომელიც ორივე მხარეს თითო თითო ოთხკუთხა ნიშია მოწყობილი. სარკმლის ქვემოთ კი ოთხკუთხა ტრაპეზია მიდგმული.
დასავლეთ კედელში შემოსასვლელი კარის ზემოთ მცირე ოთხკუთხა სარკმელია. დასავლეთ კედლის გარეთა მხარეს ლითონის ჯვარია დადგმული. ასევე ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონდა მიშენებული სწორკუთხა გეგმის ნაგებობა, რომლისაგანაც მხოლოდ კედლების მცირე ნაწილია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 112-113.