კაკაბეთის კავთის ღვთისმშობლის ეკლესია

კაკაბეთის კავთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის აღმოსავლეთით, ორი კილომეტრის მოშორებით, ტყიანი ქედის ძირში. აგებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ XX საუკუნის II ნახევარში, ძველი დანგრეული ეკლესიის ფუძეზე.

ეკლესია მცირე ზომისაა 4,9 მეტრი 4 მეტრზე, აგებულია რიყის ქვით და აგურით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ასევე დასავლეთ კედელშია მოწყობილი სარკმელი.

შენობა, როგორც შიგნიდან ისევე გარედან ორკალთა ხის სახურავითაა გადახურული.

ლიტერატურა

რედაქტირება