გაიუსი (პაპი)
(გადამისამართდა გვერდიდან კაიუსი (პაპი))
გაიუსი (ლათ. Cajus; დ. უცნობია, დალმაცია (ხორვატია) — გ. 22 აპრილი, 296, რომი, იტალია) — რომის პაპი 283–296 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგაიუსი ყოფილა ვინმე გაიუსის შვილი ან როგორც მისი ძმისშვილი წმინდა სუზანა კონკორდიელი გვაუწყებს იმპერატორ დიოკლეტიანეს ნათესავი. პაპად აირჩიეს 283 წლის 17 დეკემბერს. მისი პონტიფიკატის დროს ქრისტიანები დევნას არ განიცდიდნენ რომში. პაპ კაიუსის საფლავი ბერძნული წარწერით აღმოაჩინეს კალიქსტ I-ის კატაკომბაში. საფლავში იპოვეს პაპის ბეჭედი, რომლითაც ის წერილებს ბეჭდავდა.
პაპი გაიუსი კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: ევტიხიანე |
რომის პაპი 283 — 296 |
შემდეგი: მარცელინუსი |