კაიროს დეკლარაცია ისლამში ადამიანის უფლებების შესახებ
კაიროს დეკლარაცია ისლამში ადამიანის უფლებების შესახებ (ინგლ. Cairo Declaration on Human Rights in Islam) — ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული დეკლარაცია. მიიღეს კაიროში (ეგვიპტე) 1990 წლის 5 აგვისტოს,[1] გადაიხედა და ახალი ვერსია მიიღეს 2020 წელს. დეკლარაციაში მოცემულია ადამიანის უფლებები ისლამური პერსპექტივიდან. 1990 წლის ვერსია ერთადერთ წყაროდ შარიათს ასახელებს, ხოლო 2020 წლის ვერსიაში შარიათი არ არის დაკონკრეტებული.
ისტორია
რედაქტირებამრავალმა მუსლიმურმა სახელმწიფომ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ მასში არადასავლური სახელმწიფოების კულტურული და რელიგიური კონტექსტი არ იყო გათვალისწინებული.[2] 1981 წელს გაეროში ირანის წარმომადგენელმა საიდ რაჯაიე-ხორასანმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნის პოზიციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დეკლარაცია წარმოადგენდა „იუდაისტურ-ქრისტიანული ტრადიციის სეკულარულ გაგებას“ და მისი მიღების შემთხვევაში მუსლიმებს ისლამური კანონის დარღვევა მოუწევდათ.[3]
კაიროს დეკლარაცია ისლამში ადამიანს უფლებების შესახებ 1990 წელს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს. 2012 წლისთვის დეკლარაციისთვის 45 სახელმწიფოს აქვს ხელი მოწერილი.[4] 1992 წელს დეკლარაცია გაეროს ადამიანის უფლებების კომისიას წარუდგინეს, სადაც იურისტთა საერთაშორისო კომისიამ ის მკაცრად დაგმო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Brems, E (2001). „Islamic Declarations of Human Rights“, Human rights: universality and diversity: Volume 66 of International studies in human rights. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 241–84. ISBN 90-411-1618-4.
- ↑ National Review Online, Human Rights and Human Wrongs დაარქივებული 2016-08-16 საიტზე Wayback Machine. , David G. Littman, January 19, 2003, retrieved 30 May, 2012
- ↑ Universal Human Rights and 'Human Rights in Islam'. Midstream.
- ↑ Anver M. Emon, Mark Ellis, Benjamin Glahn: Islamic Law and International Human Rights Law p. 113. Oxford University Press, 2012.