კაინუუ
კაინუუ (შვედ. Kajanaland) – ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. ესაზღვრება ჩრდილოეთ ოსტრობოტნიის, ჩრდილოეთ კარელიისა და ჩრდილოეთ სავონიის რეგიონები. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია. ადმინისტრაციული დედაქალაქია კაიაანი.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
კაინუუ Kajanaland | |||||
| |||||
ქვეყანა | ფინეთი | ||||
ადმ. ცენტრი | კაიაანი | ||||
კოორდინატები | 64°30′00″ ჩ. გ. 28°00′00″ ა. გ. / 64.50000° ჩ. გ. 28.00000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 2009 | ||||
ფართობი | 24 452.85 ათ. კმ² | ||||
მოსახლეობა | 85 000 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 3.4 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | kainuu.fi | ||||
2005 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 85 000 ადამიანს შეადგენს, მაგრამ ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება. კაინუუსათვის დამახასიათებელ ლანდშაფტს წარმოადგენს ტყეებით დაფარული გორაკები, ტბები, ფართო და დაუსახლებელი ტყეები, რომლებიც რეგიონის ტერიტორიის 95%–ს შეადგენს. კლიმატი კონტინენტურია.
რეგიონის ადგილობრივ მოსახლებას მონადირე–მეთევზე სამის ხალხი წარმოადგენდა. XVII საუკუნეში, ფინეთის გენერალ–გუბერნატორმა პერ–ბრაჰემ, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით, რეგიონის მცხოვრებლები ან ვინც მომავალში დასახლდებოდა, ათი წლის განმავლობაში გადასახადებისგან გაათავისუფლა. რეგიონის ფინელი ფერმერებით დასახლება კი მართლაც აუცილებელი იყო, რადგან არეალს აღმოსავლეთიდან დიდი საფრთხე ემუქრებოდა რუსეთის სახით.
რეგიონის მოსახლეობის ამჟამინდელი კლების მიზეზი ტრადიციული სოფლის მეურნეობაა, რომელიც არამომგებიანია. მოსახლეობის მხოლოდ 8%–ია დაკავებული მრეწველობაში.
დედაქალაქ კაიაანის სიახლოვეს მდებარეობს ფინეთის თავდაცვითი ძალების ბაზა.