კაილ რიჩარდს უმანსკი (ინგლ. Kyle Richards Umansky; დ. 11 იანვარი, 1969) — ამერიკელი მსახიობი, სატელევიზიო პერსონა და ფილანტროპი. [1] სამსახიობო კარიერა ბავშვობის ასაკში დაიწყო, პირველად გადაიღეს სერიალში, პატარა სახლი პრერიაზე, შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე სათავგადასავლო და საშინელებათა ფილმში, მათ შორის: მანქანა (1977), ცოცხლად შეჭმული (1977) და უოლტ დისნეის ფილმი, ტყის მეთვალყურე (1980), ლინდსი უოლასის როლი მოირგო ჯონ კარპენტერის ჰელოუინში, (1978) შემდეგ გადაიღეს ფილმში, ჰელოუინი კლავს (2021). 2010 წლიდან მთავარი როლით მონაწილეობს სერიალში, ბევერლი ჰილზის ნამდვილი დიასახლისები. 2017 წელს ის იყო კონკურსანტი The New Celebrity Apprentice- ში, სადაც თამაშობდა საქველმოქმედო ბავშვთა საავადმყოფოსთვის.

კაილ რიჩარდსი

რიჩარდსი 2014 წელს
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1969 (1969-01-11) (55 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1974–დღემდე
მეუღლე(ები) გულაიშ ალდჯუფრი (1988-1992)
მაურიციო უმანსკი (1996)
შვილ(ებ)ი 4

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

რიჩარდსი დაიბადა 1969 წლის 11 იანვარს, ლოს-ანჯელესის ჰოლივუდის უბანში, კალიფორნიაში. [2] [3] ის არის კეტლინ მერი რიჩარდსის (19382002) და კენეტ ედვინ რიჩარდსის (19171998) ქალიშვილი. [4] [5] წყვილი 1972 წელს დაშორდა, ხოლო დედამისი კეტლინი მოგვიანებით კიდევ ორჯერ დაქორწინდა. რიჩარდსის ნახევარ და-ძმები არიან კეტი ჰილტონი (დ. 1959 წელს), და კიმ რიჩარდსი (დ. 1964 წელს), [6] ასევე მამის პირველი ქორწინებიდან ჰყავს 3 ნახევარძმა, რომელთაგან ყველა ზრდასრული იყო რიჩარდსის დაბადების დროისთვის. ნიკი და პარიზ ჰილტონი მისი დისშვილები არიან.

კარიერა რედაქტირება

კინო და ტელევიზია რედაქტირება

რიჩარდსმა სამსახიობო კარიერა 1974 წელს დაიწყო, განასახიერა ჯულია ტელესერიალში „პოლიციელი ქალი “. მოგვიანებით, გამოჩნდა NBC-ის დასავლური ისტორიული დრამის სატელევიზიო სერიალის პატარა სახლი პრერიაზე-ის მე-18 ეპიზოდში, სადაც ითამაშა ალისია სანდერსონ ედვარდსის როლი. მისი და კიმიც ასევე მსახიობი იყო. 1977 წელს თრილერში, მანქანა ორივემ ითამაშა დების როლი. 1970-იან წლებში რიჩარდსი გამოჩნდა რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მათ შორისაა: მაღლა ფრენა, ვეგასი', ფანტაზიის კუნძული, დროის ექსპრესი და Carter Country. განასახიერა ლინდსი უოლესი სლეშერი ფილმში ჰელოუინი (1978), სადაც მასთან ერთად თამაშობდა ჯეიმი ლი კერტისი. ჰელოუინი თავის ჟანრში საკმაოდ წარმატებული ფილმი აღმოჩნდა;

1980 წელს იგი გამოჩნდა ზებუნებრივ საშინელებათა ფილმში ტყის მცველი. შემდგომ ითამაშა მედდა დორი კერნსი NBC-ის სამედიცინო დრამა სერიალში, ER (1998–2006), სადაც სულ 21 ეპიზოდში გამოჩნდა. ლიზა, მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ითამაშა კომედიურ ფილმში National Lampoon's Pledge This! (2006). ტრიციას როლი მოირგო Lifetime-ის სატელევიზიო ფილმში Deadly Sibling Rivalry (2011), ხოლო დიასახლი ჰეზერი განასახიერა კომედიურ ფილმში ჰანგოვერის თამაშები (2014). რამდენიმეჯერ მიიწვიეს სატელევიზიო სერიალებში, მათ შორის CSI, მეშვიდე სამოთხე, ქალაქის ბიჭები, ბევერლი ჰილზი, 90210, სიყვარულის ნავი:შემდეგი ტალღა და ჩიპები.

2010 წლიდან თამაშობს Bravo-ს რეალით სატელევიზიო შოუში, სახელწოდებით „ბევერლი ჰილზის ნამდვილი დიასახლისები“, სადაც კაილი მთავარი როლის შემსრულებელია. 2012 წელს დაბეჭდეს The Hollywood Reporter-ის ჟურნალის ყდაზე, სადაც გადაიღეს ნამდვილი დიასახლისების სხვა მსახიობებთან ერთად, ვიკი განვალსონთან, რამონა ზინგერთან, ქეროლაინ მანზოსთან და ნენე ლიკსთან ერთად. [7] იყო ნომინირებული ჯილდოზე, „2019 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავი“. [8] [9] 2013 წელს მან განასახიერა სამოდელო აგენტი კეისი მაკგრეუ NBC-ის სერიალის ჩვენი ცხოვრების დღეების სამ ეპიზოდში. [10] [11] 2017 წელს, რიჩარდსი გამოჩნდა კონკურსში, The New Celebrity Apprentice-ში სადაც მიღებული 25,000 დოლარი გამოიყენა ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოსთვის. [12] [13] ამ კონკურსში კაილი მე-12 ადგილზე გავიდა.

რიჩარდსი თანა-აღმასრულებელი პროდიუსერია Paramount Network-ის კომედიური სატელევიზიო სერიალისა, ამერიკელი ქალი (2018). [14] [15] [16] 2019 წლის 30 აგვისტოს დადასტურდა, რომ რიჩარდსი გაიმეორებდა ლინდსი უოლასის როლს, ფილმში, ჰელოუინის მკვლელობა. [17] [18] კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანების შემდეგ, Halloween Kills-ის მსოფლიო პრემიერა ვენეციის 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წლის 8 სექტემბერს შედგა, ხოლო ამერიკის კინოთეატრებში 2021 წლის 15 ოქტომბერს გამოვიდა.[19] [20] ფილმის საბოლოო შემოსავალი 131 მილიონ დოლარს შეადგენდა, და აღმოჩნდა წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშინელებათა ფილმი A Quiet Place Part II-თან ერთად. [21] [22]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1980-იან წლებში კაილი ხვდებოდა მსახიობ ტომას ჰოუელს. [23] 1988 წელს, 18 წლის ასაკში, რიჩარდსი დაქორწინდა გურაიშ ალჯუფრზე, როდესაც ის ორსულად იყო მათ ქალიშვილზე ფარა ბრიტანზე (დ. 1988 წლის 31 ოქტომბერს), ისინი დაშორდნენ 1990 წელს და განქორწინდნენ ორი წლის შემდეგ. [24] [25] [26]

 
მარცხნიდან მარჯვნივ: ნახევარდა ქეთი ჰილტონი, ჰილტონის ქალიშვილი პარიზ ჰილტონი და კაილ რიჩარდსი NBC წვეულებაზე, 2011 წლის თებერვალი

რიჩარდსმა 1994 წელს გაიცნო თავისი მომავალი მეორე მეუღლე, მაურისიო უმანსკი, ლოს-ანჯელესის უძრავი ქონების აგენტი. უმანსკი წარმოშობით რუსი და ბერძენ-ებრაელია და იგი ესტელა სნეიდერის შვილია. უმანსკი დაიბადა და გაიზარდა მექსიკაში. წყვილი 1996 წლის 20 იანვარს დაქორწინდა, როდესაც კაილი 4 თვის ორსული იყო. მათი ქალიშვილი ალექსია სიმონე დაიბადა 1996 წლის 18 ივნისს. წყვილს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს, სოფია კაილი (დ. 2000 წლის 18 იანვარს) და პორტია (დ. 2008 წლის 1 მარტს).

ის ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ენსინოში, ლოს-ანჯელესში. [27]

2020 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიჩარდს დასთან კეიტი ჰილტონთან და დორით კემსლისთან ერთად კოვიდი დაუდარსტურდა. ეპიდვითარების გამო, ბევერლი ჰილზის ნამდვილი დიასახლისების მე-11 სეზონის გადაღებები დროებით შეჩერდა. [28]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Don't Ever Count Kyle Richards Out. ციტირების თარიღი: 2021-11-09
  2. Kyle Richards. TVGuide.com. ციტირების თარიღი: September 20, 2015"Kyle Richards". TVGuide.com. Archived from the original on April 9, 2013. Retrieved September 20, 2015.
  3. State of California. California Birth Index, 1905-1995. Center for Health Statistics, California Department of Health Services, Sacramento, California.
  4. Are You Ready for Another Hilton Takeover?. E! Online. ციტირების თარიღი: June 26, 2013
  5. House of Hilton. 
  6. Ancestry of Paris Hilton. ციტირების თარიღი: October 12, 2021
  7. Catfights, Controversy, Firings: The Untold Story Behind Bravo's Half Billion Dollar 'Real Housewives' Franchise. ციტირების თარიღი: June 28, 2020
  8. Real Housewives, Vanderpump Rules, and WWHL Receive 2019 People's Choice Awards Nominations. ციტირების თარიღი: November 16, 2019
  9. Kyle Richards Walks the Red Carpet in a Fierce White Pantsuit from Her Own Line. ციტირების თარიღი: November 16, 2019
  10. WATCH: Kyle Richards Guest Stars on a Soap. ციტირების თარიღი: 2021-08-20
  11. Kyle Richards' 'Days' Debut - EXCLUSIVE | Entertainment Tonight. ციტირების თარიღი: 2021-08-20
  12. Kyle Richards: The Celebrity Apprentice Celebrity – NBC.com. ციტირების თარიღი: November 16, 2019
  13. Did Kyle Richards Think Her Elimination from Celebrity Apprentice Was Fair?. ციტირების თარიღი: November 16, 2019
  14. Nicolaou, Elena. If You Love. ციტირების თარიღი: November 16, 2019
  15. Kyle Richards Confirms American Woman Is Ending as Cast Reflects on "What a Great Experience" It Was. ციტირების თარიღი: November 16, 2019
  16. D'Addario, Daniel. TV Review: 'American Woman' on Paramount Network. ციტირების თარიღი: November 16, 2019
  17. Kyle Richards Is "Beyond Honored" and "Thrilled" to Be Returning to the Big Screen (UPDATED). ციტირების თარიღი: November 16, 2019
  18. McNary, Dave. Kyle Richards Returning as Lindsey Wallace for 'Halloween Kills'. ციტირების თარიღი: November 16, 2019
  19. Halloween Kills World Premiere Announced, Jamie Lee Curtis To Get Lifetime Achievement Award. ციტირების თარიღი: 2021-08-20
  20. 'Halloween Kills' to World Premiere at Venice Film Festival in September. ციტირების თარიღი: 2021-08-20
  21. Halloween Kills. ციტირების თარიღი: 2021-11-09
  22. Wagmeister, Elizabeth. Kyle Richards Closes Deal to Reprise Role in ‘Halloween Ends’ (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: 2021-12-09
  23. The Real Housewives of Beverly Hills, Season 9, Episode 1: "Lucy Lucy Apple Juicy". Bravo, 2019.
  24. Kyle Richards Bio. bravotv.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 7, 2011. ციტირების თარიღი: თებერვალი 12, 2022.
  25. Who Is Kyle Richards' First Husband, Guraish Aldjufrie?. Wet Paint. ციტირების თარიღი: June 26, 2013
  26. Kyle Richards and Farrah Answer RHOBH Fans' Questions. Bravo TV. ციტირების თარიღი: June 26, 2013
  27. Morgan Halberg, 'Real Housewife Kyle Richards Is Venturing Out of Beverly Hills, Observer, October 26, 2017
  28. 'Real Housewives of Beverly Hills' Stars Kyle Richards, Kathy Hilton, Dorit Kemsley Test Positive for COVID-19.