კათაკმეველი
კათაკმეველი — ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, მოსანათლად გამზადებული ან მოუნათლავი ადამიანი, რომელსაც სურს მოინათლოს.
კათაკმევლობა არის მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს ნათლობას. ადამიანი, რომელიც კათაკმეველად დადგინდება ერთ-ერთი ეკლესიური მსახურების თანახმად, უკითხავენ ლოცვებს; მოსანათლი უარყოფს სატანას, შეუდგება ქრისტეს და აღიარებს თავის რწმენას. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ხდება კათაკმეველი და აქვს უფლება დაესწროს ყველა ღმრთისმსახურებას, ლიტურგიის იმ ნაწილის გარდა, რომელზეც აღესრულება წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლო. დღევანდელ პრაქტიკაში კათაკმეველად დადგენის მსახურება უშუალოდ წმიდა ნათლობის საიდუმლოს წინ სრულდება.