ღმრთისმსახურება ან ღვთისმსახურება — ურთიერთობა ღმერთთან. ეს არის სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვები საკუთარი თავისათვის, სხვისთვის ან სხვებისთვის, კერძო შემთხვევებისათვის (ნათლისღება, წესის აგება და ა.შ.), რაც შეიძლება ერთმა ადამიანმაც აღასრულოს და ბევრმაც.

ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს:

  • კერძო

კერძო ღვთისმსახურება არის ინდივიდის პირადი საუბარი ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან (ანგელოზთან, წმინდანთან).

  • საზოგადო

საზოგადო ღვთისმსახურება არის ლიტურგია. ლიტურგია ბერძნული სიტყვაა და ,,ერის საქმეს“, ,,საზოგადო საქმეს“ ნიშნავს. ამ დროს სხვადასხვა ერის, სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა სტილის ადამიანები ღმერთს ერთი სულით და ერთი გულით ადიდებენ.

ღვთისმსახურების ორივე ტიპი სათავეს სახარებიდან იღებს. იესო ქრისტემ როგორც ინდივიდუალური ლოცვის, ისე საზოგადო ლოცვისა და მსახურების მაგალითი მოგვცა. ის მარტოც ლოცულობდა და სხვებთან ერთადაც; პირველის საჭიროებასაც ქადაგებდა და მეორისასაც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება