კაზანლიკის თრაკიული აკლდამა
კაზანლიკის თრაკიული აკლდამა (ბულგ. Казанлъшка гробница) — აგურით ნაგები, კამაროვანი აკლდამა ცენტრალურ ბულგარეთში, ქალაქ კაზანლიკის მახლობლად.
კაზანლიკის თრაკიული აკლდამა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბულგარეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 42°37′00″ ჩ. გ. 25°24′00″ ა. გ. / 42.61667° ჩ. გ. 25.40000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 44 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 44 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აკლდამა დიდი, თრაკიული ნეკროპოლისის შემადგენელი ნაწილია. მოიცავს ვიწრო კორიდორსა და მრგვალ, დასაკრძალ ოთახს. ორივე მათგანი მორთულია ფრესკებით, სადაც გამოსახულია წყვილი, რომელიც დაკრძალვის ნადიმობაზე იმყოფება. მონუმენტი ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. 1979 წელს, ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ნახატები ელინისტური პერიოდის ხელოვნების ნამდვილი შედევრებია და საუკეთესოდ შემონახული მთელი ბულგარეთის მასშტაბით.
აკლდამა ძველი თრაკიის დედაქალაქის, სევტოპოლისის მახლობლად მდებარეობს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- „The Thracian Tomb in Kazanluk“ დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine.