კავკასიური კლდისვაშლა
კავკასიური კლდისვაშლა (ლათ. Sempervivum caucasicum) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 10-30 სმ. ღერო ქვედა ნაწილში შიშველია, ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი შებუსვითაა. ფოთლები როზეტულია, მწვანე ფერისა. ფოთლების რაოდენობა – 60-70. გვირგვინის ფურცლები და მტვრიანები ვარდისფერ-მეწამულია. იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების კლდეებზე, ნახევრად დაკორდებულ ადგილებში, მყინვარულ მორენებზე, ფიჭვნარი ტყის ფანჯრებში. საქართველოში ცნობილია აფხაზეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. კავკასიონის ენდემია.
კავკასიური კლდისვაშლა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Sempervivum caucasicum Rupr. ex Boiss. | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 308.