კავთის წმინდა გიორგი
კავთის წმინდა გიორგი — საკულტო ძეგლი, დგას სოფელ ფანშეტიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაზე. ნაგებია ფიქლითა და რიყის ქვით. წყობა მშრალია. შეთეთრებულია კირით. გადმოცემით, წმინდა გიორგის ხატი სოფელ კავთისხევიდან გადმოუსვენებიათ და ნიში აუგიათ. ნაგებობის მთავარი ფასადი ჩრდილოეთიდანაა. კედელში მოწყობილია პატარა თახჩა. ერთი თახჩა სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. დასავლეთ კედელში ჩადგმულია მრგვალღრმულიანი ოთხკუთხა ქვა, რომელშიც ჩამაგრებულია ქვის ჯვარი. ნიშის ჩრდილო-დასავლეთით საუფროსოა.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 479.