კადუცეუსი
კადუცეუსი (ლათ. caduceus), ან კერიკიონი (ბერძ. κηρύκειον) — მაცნეთა კვერთხი ძველ ბერძნებსა და რომაელებში; სახელი ჰერმესის (მერკურის) კვერთხისა, რომელსაც მორიგების უნარი გააჩნდათ. მსგავსი სიმბოლოები ჰქონდათ სხვა უძველეს ხალხებსაც (იხ. ურეი, უაჯიტი).
კადუცუესის სიმბოლო „☤“ შეგიძლიათ ნახოთ უნიკოდში, კატეგორიაში „სიმბოლოები, სხვები“ (U+2624 CADUCEUS) დაწყებული 1.1 ვერსიიდან და ზევით. HTML კოდი — ☤
.
XIX საუკუნიდან ხშირად გამოიყენება, როგორც მედიცინის სიმბოლო, რაც გამოწვეული გავრცელებული შეცდომით, ერევათ რა ასკლეპიოსის კვერთხში. კადუცეუსის გამოსახულება, როგორც ვაჭრობის ღმერთის ატრიბუტი ასევე ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო პალატების სიმბოლიკაშიც.