კადრანახის კოშკი
კარდანახის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახში.
გეგმით სწორკუთხა კოშკიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი და მასზე მიმდგარი სამხრეთ და ჩრდილო კედლების მცირე ნაწილები. სხვა კედლების მხოლოდ კვალი იკითხება. კოშკი სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით იყო აგებული. კედლები ინტერიერში ბათქაშით არის გასწორებული, რომელშიც აგურის ცალკეული ნატეხებია ჩართული. აღმოსავლეთ კედლის შუაში, გეგმით სწორკუთხა ბუხარია. ამავე კედელში, ხუთი სათოფური და ერთი ნიშაა დატანილი. ნიშაში თიხის ჭურჭელი იყო ჩადგმული (შემორჩენილია კვალი). სამხრეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში ერთი სათოფურია, ჩრდილოეთისაში კი — ორი. სამხრეთ სათოფურის ზემოთ, სართულშუა გადახურვის კოჭის ჩასადგმელი ბუდეა. კოშკის ჩრდილოეთით, დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით, იმავე ხანის მეორე კოშკის ნანგრევია. მისგან ოთხივე კედელია შემორჩენილი. კოშკი გეგმით კვადრატულია, ნაგებია რიყის ქვით. შიგნით მთლიანად ამოვსებულია მიწით. აღმოსავლეთ კედელში სამი სათოფურია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში — ორ-ორი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21489