კადეში, ქადეში, ქინზა — ქალაქ-სახელმწიფო ძველ სირიაში, მდინარე ორონტესის ნაპირზე, ახლანდელი თელ-ნები-მენდის ადგილას. ამავე სახელწოდების ქალღმერთის კულტის ცენტრი. წერილობით წყაროებში ასევე მოიხსენიება ქინზას სახელწოდებით.

მოსახლეობა ძირითადად შედგებოდა დასავლეთ სემიტური და ხურიტული, ნაწილობრივ ინდოარიული ეთნიკური ჯგუფებისაგან. წერილობით წყაროებში კადეში იხსენიება ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან. ძვ. წ. XV საუკუნეში დაიპყრო ეგვიპტემ, ხოლო მოგვიანებით ხეთების ვასალი გახდა.

სირიაში ეგვიპტისა და ხეთების მეტოქეობას მოჰყვა ბრძოლა, რომელიც გაიმართა კადეშის მისადგომებთან რამზეს II-სა და ხეთების მეფე მუვათალს შორის. ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. კადეში ხეტების ვასალად დარჩა ზღვის ხალხების შემოსევამდე.

ლიტერატურარედაქტირება