კადარიზმი
კადარიზმი (უნგრ. Kádárizmus, „უნგრული სოციალიზმი“, „გულიაშ-კომუნიზმი“, უნგრ. gulyáskommunizmus) — უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში 1960-იანი წლებიდან 1989 წლებამდე არსებული პოლიტიკური რეჟიმის გადატანითი სახელწოდება. რეჟიმის სახელი მომდინარეობს უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტიის პირველი მდივნის იანოშ კადარის სახელიდან.
ეკონომიკა
რედაქტირებაის ძირითადი თვისება, რითაც უნგრული ეკონომიკა განსხვავდებოდა საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნებისაგან იყო საბაზრო ეკონომიკის ელემენტები, რაც შესაძლებელი გახდა იანოშ კადარის მთავრობის ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ რეფორმებს ხელმძღვანელობდა რეჟო ნერში.
1968 წელს უნგრეთში დაინერგა სოციალისტური ბანაკისათვის პრინციპულად ახალი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებდა ცენტრალური დაგეგმვის უარყოფას. 1970-იანი წლების შუა პერიოდში უნგრეთის ეროვნული ფულის ერთეული ფორინტი სრულიად კონვერტირებადი გახდა.
იანოშ კადარის მმართველობის პერიოდში უნგრეთი ევროპაში პირველი იყო მარცვლეულისა და ხორცის წარმოებით ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ხოლო მეორეზე კვერცხის წარმოებით. 1970-იანი წლების ბოლოდან დაიწყო უნგრეთის ეკონომიკის ეტაპობრივი შემცირება და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. მოსახლეობა ფიქრობდა, რომ კადარიზმა ამოწურა საკუთარი თავი. კადარიზმის ეპოქა დასრულდა 1989 წელს, უნგრეთში კომუნისტური ხანის დასრულებასთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Article on economic history of Hungary including goulash communism დაარქივებული 2014-12-07 საიტზე Wayback Machine.
- Discussion of goulash communism and its aftermath დაარქივებული 2016-04-29 საიტზე Wayback Machine.