კადამჟაის რაიონი (ყირგ. Кадамжай району) — ყირგიზეთის ბათქენის ოლქის სამი რაიონიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი პულგონი. 1992 წლამდე, კადამჟაის რაიონს ფრუნზენის რაიონი ეწოდებოდა.

კადამჟაის რაიონი
Кадамжай району
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ადმ. ცენტრი Kadamjay
კოორდინატები 40°07′00″ ჩ. გ. 71°44′00″ ა. გ. / 40.11667° ჩ. გ. 71.73333° ა. გ. / 40.11667; 71.73333
მოსახლეობა 157 597[1] კაცი (2009)
ეროვნული შემადგენლობა ყირგიზები - 73,8%
ტაჯიკები - 12,3%
უზბეკები - 12,2%
რუსები - 0.8%[1]
სასაათო სარტყელი UTCUTC+6

გეოგრაფია

რედაქტირება

დასავლეთიდან ესაზღვრება სოხის რაიონი - უზბეკეთის ექსკლავი და ბათქენის რაიონი ბათქენის ოლქში, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ოშის ოლქი, ჩრდილოეთიდან ფერგანის რაიონი ფერგანის ოლქში (უზბეკეთი). რაიონში ასევე მდებარეობს უზბეკეთის ექსკლავიშაჰიმარდანი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2009 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რაიონში ცხოვრობდა 157 597 ადამიანი, ამათგან 116 312 ყირგიზია, 19 448 ტაჯიკი, 19 163 უზბეკი, 1 239 რუსი, 318 თურქი და 245 თათარი[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება