კადამბა (კანად. ಕದಂಬರು) — 345–525 წწ. ანტიკური ეპოქის ინდოეთის სამეფო დინასტია კარნატაკადან. მათი დედაქალაქი იყო ბანავასი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე უტარა-კანადას ოლქში. დინასტიამ ძალაუფლების ზენიტს მიაღწია მეფე კუკუშტავარმას დროს, რომელიც ფლობდა თანამედროვე კარნატაკას შტატის ტერიტორიებს, თითქმის მთლიანად.[1]

კადამბა
ಬನವಾಸಿ ಕದಂಬರು


345 — 525
გერბი

კადამბა ინდოეთის რუკაზე.
დედაქალაქი ბანავასი
ენა კანადა, სანსკრიტი
რელიგია ინდუიზმი, ჯაინიზმი
მმართველობის ფორმა მონარქია

დინასტია დაარსდა მეფე მაიურაშარმანის მიერ 345 წელს. დინასტია მართავდა კარნატაკას შტატის დიდ ნაწილს და იმდენად გაძლიერდნენ, რომ მათთან ნათესაური კავშირი დაამყარეს თვით გუპტას იმპერიის მეფეებმა. კაკუსთჰავარმანის ერთ-ერთმა შთამომავალმა — მეფე შივაკოტმა, დაიღალა რა ომითა და სისხლისღვრით, აღიარა ახალი რელიგია ჯაინიზმი.

VI–XI ს.ს. კადამბა იყო უძლიერესი იმპერიების ჩალუკიას და რაშტრაკუტას ვასალური სამთავრო.

მმართველთა სია

რედაქტირება
დინასტიის ბანავასური შტო:
  • დაახლ. 345–365 წწ. მაიურაშარმანი (მაიურავარმანი), ბანდჰუშენას ძე
  • დაახლ. 365–390 წწ. კანგავარმანი, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 390–415 წწ. ბჰაგირათჰა, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 415–435 წწ. რაგჰუ, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 435–455 წწ. კაკუსთჰავარმანი, წინამორბედი მმართველის უმცროსი ძმა
  • დაახლ. 455–460 წწ. შანტივარმანი, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 460–475 წწ. შივა მანდჰატრი
  • დაახლ. 475–485 წწ. მრიგეშავარმანი, შანტივარმანის ძე
  • დაახლ. 485–519 წწ. რავივარმანი, წინამორბედი მმართველის ძე
  • დაახლ. 519–530 წწ. ჰარივარმანი
ტრიპარვათჰასური შტო:
  • დაახლ. 455–475 წწ. კრიშნავარმან I
  • დაახლ. 475–485 წწ. ვიშნუვარმანი
  • დაახლ. 485–516 წწ. სიმჰავარმანი
  • დაახლ. 516–540 წწ. კრიშნავარმან II

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Encyclopaedia of Indian literature vol. 2, (1988) Sahitya Akademi, ISBN 81-260-1194-7
  • Dr. Suryanath U. Kamath, A Concise history of Karnataka from pre-historic times to the present, Jupiter books, 2001, MCC, Bangalore (Reprint 2002)
  • K.V. Ramesh, Chalukyas of Vatapi, 1984, Agam Kala Prakashan, Delhi ISBN 3987-10333
  • Chopra P.N., Ravindran T.K., Subrahmanian N. (2003), History of South India (Ancient, Medieval and Modern), Part 1, Chand publications, New Delhi ISBN 81-219-0153-7
  • Rice, B.L. [1897] (2001). Mysore Gazatteer Compiled for Government-vol 1. New Delhi, Madras: Asian Educational Services. ISBN 81-206-0977-8. 
  • Kadambas of Banavasi, Dr. Jyotsna Kamat. © 1996–2006 Kamat's Potpourri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  • History of Karnataka – Kadambas of Banavasi, Arthikaje. © 1998-00 OurKarnataka.Com, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  • Indian Inscriptions. Archeological Survey Of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  • 5th century copper coin discovered at Banavasi. Deccan Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-06. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  • „Halmidi village finally on the road to recognition“. The Hindu, Monday, November 3, 2003. Chennai, India. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 24, 2003. ციტირების თარიღი: აგვისტო 17, 2021.
  • India Opens Major Naval Base at Karwar. Defence Industry Daily.
  • Indian Coins, Dynasties of South India, Govindayara Prabhu. G.S Prabhu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-01-06. ციტირების თარიღი: 2020-09-15.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Moraes, George M. (1990). The Kadamba Kula: A History of Ancient and Mediaeval Karnataka. Asian Educational Services, გვ. 15–17, 30–49, 322–323.