კაბო-დე-ჰორნის ეროვნული პარკი
(გადამისამართდა გვერდიდან კაბო-დე-ორნოსის ეროვნული პარკი)
კაბო-დე-ჰორნი — ეროვნული პარკი ჩილეში. მდებარეობს ჰორნის კონცხის არქიპელაგზე, რომელიც კაბო-დე-ჰორნის კომუნას ეკუთვნის, ანტარქტიკა-ჩილენის პროვინციაში, მაგელიანესის და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონში. შეიქმნა 1945 წელს და მოიცავს ვოლასტონისა და ჰერმიტეს კუნძულებს. პარკის ფართობია 631 კმ².
წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე ეროვნულ პარკს.