კაბო-დე-ჰორნის ბიოსფერული რეზერვატი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კაბო-დე-ჰორნის ბიოსფერული რეზერვი – მდებარეობს ჩილეს უკიდურეს სამხრეთში და მოიცავს კუნძულოვან, ტყიან ტერიტორიას. მისი არეალი დაახლოებით 49,000 კმ²-ზე ვრცელდება. ყველა ბიოსფერული ზონა მოიცავს შემდეგ არეებს: ზონის ბირთვი (მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გარეშე), ბუფერუი ზონა (მწირად განვითარებული) და შუალედური ზონა (ტრადიციული განვითარებით). ამ შემთხვევაში ზონის ბირთვი შექმნილია ალბერტო-დე-აგოსტინის ეროვნული პარკის და კაბო-დე-ჰორნის ეროვნული პარკის ბაზაზე, რომლებიც მკაცრადაა დაცული ჩილეს კანონმდებლობით და ბიოსფერული რეზერვის სტატუსის გამო არ შეიძლება განვითარდეს საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.

კაბო-დე-ჰორნის ბიოსფერული რეზერვატი იმართბა საბჭოს მიერ რომელშიც რეგიონული ხელმძღვანელები არიან წარმოდგენილი და შეიცავს საზოგადოებრივ მომსახურეობებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს. რეზერვის მეცნიერთა საკონსულტაციო საბჭო იმართება ომორის ეთნობოტანიკური პარკის - მაგალიანესის უნივერსიტეტის მიერ. ჰორნის კონცხის არქიპელაგზე დაცულია მსოფლიოს ხავსების მრავალფეროვნების 5% .[1] როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უკანასკნელი ველური ბუნება [2], რეზერვატი ტურიზმის განვითარების, ტოქსიკური ნარჩენების და ორაგულის რეწვის საფრთხის წინაშე დგას.

  1. Rozzi, R., F. Massardo, C.B. Anderson, A. Berghoefer, A. Mansilla, M. Mansilla and J. Plana (2006). კაბო-დე-ჰორნის ბიოსფერული რეზერვატი.
  2. Mittermeier, R. A., C. Mittermeier, P. Robles-Gil, J. Pilgrim, G. Fonseca, T. Brook, and W. Konstant. 2002. მსოფლიოს უკანასკნელი ველური ადგილი. ვაშინგტონი, აშშ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება