კაბიწი
კაბიწი — მარცვლეულის საწყაო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული VI-XVI საუკუნეებში, იშვიათად ხმარობდნენ XVII-XVIII საუკუნეებშიც. XIII-XV საუკუნეების I ნახევარში კაბიწი საშუალოდ შეადგენდა 10 კგ. XV საუკუნის II ნახევარში და XVI საუკუნეში — 17,8 კგ. XVIII საუკუნის დასაწყისში კაბიწი სამკოდიანი (90 კგ) საწყაო იყო და თაღარს შეესაბამებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 294.