კეიბლი (კომიქსები)

(გადამისამართდა გვერდიდან კაბელი(პერსონაჟი))

ნათან სამერსი (კეიბლი) — გამოგონილი პერსონაჟი, Marvel Comics-ის სუპერგმირი. პირველად გამოჩნდა კომიქსში ახალი მუტანტები #87 (1990 წლის მარტი). შექმნილია მწერალი ლუიზა სიმონსონის და მწერალი/ილუსტრატორი რობ ლიფელდის მიერ.

კეიბლი

კეიბლი (ნაწ. 2) #1 გარეკანი. 2008 წლის მარტი. არიელ ოლივეტის ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა ახალი მუტანტები #86 (1990 წლის მარტი)
ავტორ(ებ)ი ლუიზა სიმონსონი, რობ ლიფელდი
დახასიათება
ალტერ ეგო ნათან კრისტოფერ ჩარლზ სამერსი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები ნათან ვინთერსი, ნათან დეისპრინგი, ასკანის შვილი, იქს ჯარისკაცი, რჩეული, კემპბელი, მოგზაური.
მოკავშირეები იქს-ადამიანები
იქს-ძალა
ასკანი
Six Pack
ახალი მუტანტები
The Underground
საიდუმლო შურისმაძიებლები
შესაძლებლობა ფსიქიკური ძალები,
ტექნოპატია,
ზეადამიანური ფიზიკური შესაძლებლობები,
ჩინებული სნაიპერი და მოჩხუბარი

გამოცემის ისტორია

რედაქტირება

„Cable: Blood and Metal“ (კეიბლი: სისხლი და მეტალი) მინისერიები გამოდიოდა 1992 წლის ოქტომბრიდან - ნოემბრის ჩათვლით. მწერალი - ფაბიან ნიკელზი, ილუსტრატორი - ჯო რომიტი. კომიქსში ერთმანეთს კეიბლი და სტრაიფი ებრძოდნენ.

21-ე საუკუნის დასაწყისში მისი პოპულარობა შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ კეიბლი მონაწილეობდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები. 2002 წელს მას შეუქმნეს საკუთარი კომიქსი - კეიბლი, შემდგომ გამოჩნდა კომიქსში კეიბლი და დედპული და გახდა იქს ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი.

ძალები და შესაძლებლობები

რედაქტირება

ტელეპატი მუტანტი კეიბლი ფლობს ზეადამიანურ ფიზიკურ ძალას. მისი სხეულის მარცხენა ნაწილი, მარცხენა თვალთან ერთად ე.წ. ტექნო-ორგანულია, ამ ზეთვისების წყალობით კეიბლს ადვილად შეუძლია კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და სურვილისამებრ სხვადასხვაგვარი დამცავი კოდების იოლად მოხსნა, მარცხენა თვალი კი მუტანტს საშუალებას აძლევს დაინახოს უფრო მეტი, უფრო გარკვევით და ზუსტად (ინფრაწითელი გამსახეულება და ა.შ.). აღსანიშნავია ისიც, რომ დაბადებისას კეიბლი ასევე ფლობდა ტელეკინეზურ შესაძლებლობებს, თუმცა ამჟამად ეს უნარი აღარ ახასიათებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება