კაბალა (იჯარა)
კაბალა (არაბ. كبالة kabāla — „ვალდებულება“, „ხელწერილი“) — იჯარა, სხვისი ქონებით სარგებლობის საზღაური ძველ საქართველოში. გვხვდება ნიკორწმინდის XI საუკუნის სიგელში (მიწის „საკაბალოდ მიცემაი“ და სახლსა „ზედა კაბალისა დადებაი“), დიდ სჯულისკანონში (დაბის, სოფლის „მიკაბალება“) და სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში (საკაბალოდ გაცემულად დასახელებული აქვს ხარი).[1]
ძველ რუსეთში კაბალა პირადი დამოკიდებულების მძიმე ფორმას წარმოადგენდა, ჩვეულებრივ, სესხთან დაკავშირებულს, რომლის ძალითაც მოვალე სესხის მიმცემის ყმა ხდებოდა ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში;[2] აგრეთვე სავალო ვალდებულების გამფორმებელ იურიდიულ აქტს. ტერმინი გაჩნდა XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე.
კაბალა ასევე ეწოდება ვინმეზე უკიდურესად მძიმე, მონურ დამოკიდებულებას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარეკომენდებული ლიტერატურა
რედაქტირება- ანთელავა ი., ტერმინ „კაბალაის“ მნიშვნელობისათვის, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1978, [ტ.] 5;
- გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ, 2, თბ., 1956;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 291–292.
- ↑ კაბალა. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2020.