იწრიის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ იწრიაში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ეკლესია დგას გზის პირას. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, თაღის გადასაყვანად გამოუყენებიათ აგური. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთის კედელშია გაჭრილი. დარბაზი განათებულია აღმოსავლეთის და დასავლეთის სარკმლებით. მათგან აღმოსავლეთის ორივე მხრიდან სწორკუთხაა, ხოლო დასავლეთის გარედან თაღოვანია. ნახევარწრიული, მხრით გამოყოფილი აფსიდაში ორი თაღოვანი ნიშაა გაკეთებული, ხოლო აგურით გადაყვანილ ტრიუმფალურ თაღზე კონქია გადაყვანილი. დარბაზი კამარა ელიფსური ფორმისაა და კედლებს ეყრდნობა. ტაძრის განახლების შემდეგ იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული, ხოლო საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39379