იყალთოს სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს ჩრდილო-აღმოსავლეთით განაპირას, თაღლაურად წოდებუ

იყალთოს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს ჩრდილო-აღმოსავლეთით განაპირას, თაღლაურად წოდებულ ადგილზე. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებით. აღმოჩნდა 1964 წელს, სოფლის მაცხოვრებლის ბაჩიაშვილის ეზოში ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს.

დაზიანებული ორმოსამარხი გათხარეს თელავის სახელმწიფო ინსტიტუტის მუზეუმის თანამშრომლებმა. 1977 წელს ამავე ეზოში აღმოჩნდა კიდევ ერთი ორმოსამარხი, რომელიც შეისწავლა აკც-ის კაე-მ (ხელმძღვანელი კ.ფიცხელაური). ორმოსამარხები (2 X 1,6 მეტრი 1,8 X 1,3 მეტრი) ოთხკუთხაა, დამხრობილია სიგრძივ, ჩრდილო-დასავლეთიდ სამხრეთისკენ. პირველ სამარხში მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისეკნ. მეორე (გაითხარა 1977 წელი) სამარხში მიცვალებულის ძვლები მიმობნეული იყო. ამდენად, დაკრძალვის პოზა ვერ დადგინდა. სამარხის ჩრდილოეთ კედელთან აღმოჩნდა თავის ქალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში- ბარძაყის ძვლები. ისინი თიხის ჭურჭელს ედოზემოდან(შესაძლებელია სარეცლის არსებობა). სამარხეული ჭურჭელი (დერგი, სადღვებელი, ქილა, ქვაბქოთანა, ქოთანი, ბადია, სურა, სასმისი) დამზადებულია ქვიშა ნარევი თიხისგან. გამომწვარია ნაცრისფრად, მოშავოდ ან შავად. არათანაბარი გამოწვის გამო, ზედაპირზე შეიმჩნევა მუქი ფერის ლაქები. ჭურჭელი დამზადებულია სამეთუნეო მორგვზე. ინვენტარი ორნამენტირებულია. კონცრენტული, ამოღარული ხაზებით, მხარზე და ძირის კიდეზე ირიბი ნაჭდევებით, ორ, კონცენტრულ ხაზს შორის მოქცეული, კლაკნილი ხაზით, ამოკაწრული სამკუთხედებით, რომელთა შორის დარჩენილი არე შევსებულია ნაჭდევებით. სამარხში გამოივლინდა ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი და მავთულის ზამბარისებრი ხვია, შუბისპირი, მასრაზე რელიეფური ორი სალტით და ბრინჯაოსავე მავთულის ბოლოებ გახსნილი ორი ბეჭედი.

ლიტერატურა

რედაქტირება