იღბლიანი ჯენტლმენები

იღბლიანი ჯენტლმენები“ (რუს. Джентльмены удачи) — საბჭოთა ერთსერიიანი, მხატვრული კომედიური ფილმი, რომელიც გადაიღო რეჟისორმა ალექსანდრე სერიმ 1971 წელს. 1972 წელს იგი 65 მილიონმა მაყურებელმა ნახა და ფილმში არსებული ფრაზები საბჭოთა ხალხის მეტყველებაში მალევე გავრცელდა.

„იღბლიანი ჯენტლმენები“
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე სერი
სცენარის ავტორი გიორგი დანელია
ვიქტორია ტოკარევა
როლებში ევგენი ლეონოვი
გიორგი ვიცინი
საველი კრამაროვი
რადნერ მურატოვი
კომპოზიტორი გენადი გლადკოვი
სტუდია მოსფილმი
გამოსვლის თარიღი 1971
ხანგრძლივობა 87 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

შუა აზიაში იმალება სამი დამნაშავე. ისინი გათხრებისას არქეოლოგებს ჰპარავენ ალექსანდრე მაკედონელის მუზარადს. პროფესორი მალცევი, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამის შესახებ მოსკოვში, მილიციაში განაცხადებს. მას უჩვენებენ მათ დოსიეს. იგი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მიაქცევს მათი მეთაურის, დოცენტის იერს.

მოგვიანებით ავტობუსში მალცევი ამჩნევს ევგენი ტროშკინს - საბავშვო ბაღის პედაგოგსა და გამგეს. წარმოიშვება გაუგებრობა - მალცევს ჰგონია, რომ იგი დოცენტია. მას შემდეგ, რაც ყველაფერი ირკვევა, აღმოჩნდება, რომ ნამდვილი დამნაშავეები დაიჭირეს, მაგრამ მუზარადი ვერ უპოვეს - მათ იგი უბრალოდ დამალეს. მილიციის სახელით მალცევი ტროშკინს სთხოვს, დაეხმაროს საქმის ბოლომდე გახსნაში. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ევგენი საბოლოოდ თანხმდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება