იუჰან კუკი (ესტ. Juhan Kukk; დ. 13 აპრილი, 1885, რაკე — გ. 4 დეკემბერი, 1942) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1922–1923 წლებში.

იუჰან კუკი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ნოემბერი, 1922 – 2 აგვისტო, 1923
წინამორბედიკონსტანტინ პიატსი
მემკვიდრეკონსტანტინ პიატსი

დაბადებული13 აპრილი, 1885
რაკე
გარდაცვლილი4 დეკემბერი, 1942
კარგოპოლი, სსრკ

1910 წელს დაასრულა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სავაჭრო ფაკულტეტი, სტაჟირებას გადიოდა გერმანიაში. 1911–1919 წლებში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1919–1920 წლებში ესტონეთის ფინანსთა მინისტრია. 1920–1926 წლებში რიიგოკოგუს წევრია. 1922–1923 წლებში ესტონეთის მთავრობის მეთაურია.

აკრიტიკებდა კონსტანტინ პიატსის პოლიტიკურ რეჟიმს. 1940 წელს დააპატიმრეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა. გარდაიცვალა 1942 წელს პატიმრობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება