იუხარი-ყუშჩულარი
იუხარი-ყუშჩულარი (აზერ. Yuxarı Quşçular) — სოფელი აზერბაიჯანში, ხოჯალის რაიონში, გუშულარის ადმინისტრაციულ თემში.[1]
სოფელი | |
---|---|
იუხარი-ყუშჩულარი აზერ. Yuxarı Quşçular | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
კოორდინატები | 39°49′56″ ჩ. გ. 46°48′58″ ა. გ. / 39.83222° ჩ. გ. 46.81611° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 758 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
1992—2023 წლებში იყო ოკუპირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
ისტორია
რედაქტირება1991 წლის 7 თებერვალს სოფელი გამოეყო მალიბეილის სოფლის საკრებულოს და შეიქმნა გუშულის სოფლის საბჭო,[2] რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც გახდა სოფელი.
სოფელ იუხარი-ყუშჩულარის ისტორია XVIII საუკუნეში აქ ჩამოსახლებული მოსახლეობით იწყება. მოსახლეობა თოვუზის ტერიტორიიდან გადმოსახლდა. მოსახლეობის წარმომავლობა შუა აზიიდან გადმოსახლებული ყუშის ტომიდანაა. ყარაბაღის პირველი ომის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სომხურმა ძალებმა მთლიანად დაიკავეს ყარაბაღის სომხებით დასახლებული პუნქტები, დაიწყეს აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორიებზე შეტევები. 1992 წლის იანვარში სომხებმა ქალაქ ხანქენდიდან აზერბაიჯანის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ძალები გააძევეს. ამის შემდეგ, სომხებმა ქალაქ შუშის ოკუპაციის მიზნით ალყა შემოარტყეს მას. ამავე დროს, 1992 წლის 12 თებერვალს თავს დაესხნენ შუშის რაიონის სოფლებს მალიბეილსა და ყუშჩულარს. ორივე სოფელი ერთ დღეში დაიკავეს და ოკუპაციის შედეგად სომხეთის არმიამ და მისმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა განსაკუთრებული სასატიკით მოკლეს დაახლოებით 50 მშვიდობიანი მოქალაქე. დარჩენილმა მოსახლეობამ გაქცევა მოახერხა, რა დროსაც ორივე სოფელი მთლიანად განადგურდა.
მოსახლეობა
რედაქტირება1986 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 280 კაცი. ყველა მათგანი ეროვნებით აზერბაიჯანელი იყო.
2013 წლის მდგომარეობით, სოფელში ცხოვრობდა 1143 ადამიანი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan Respublikasının Dövlət Statistika Komitəsi. (2019) İnzibati ərazi bölgüsü təsnifatı az. stat.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-16. ციტირების თარიღი: 2020-04-16.
- ↑ Azərbaycan Respublikasının Bakı, Gəncə və Sumqayıt şəhərlərinin, Abşeron, Ağdaş, Ağsu, Ağcabədi, Balakən, Bərdə, Beyləqan, Vartaşen, Quba, Qutqaşen, Daşkəsən, İmişli, Yevlax, Kəlbəcər, Kürdəmir, Gədəbəy, Goranboy, Laçın, Lerik, Lənkəran, Mirbəşir, Puşkin, Saatlı, Füzuli, Cəbrayıl və Şamxor rayonlarının, Dağlıq Qarabağ Muxtar Vilayəti Şuşa rayonunun inzibati ərazi bölgüsündə qismən dəyişikliklər edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Ali Sovetinin 7 fevral 1991-ci il tarixli, 54-XII saylı Qərarı az. e-qanun.az (1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-06-18.