ჰაბიბ, იუსუფი (ტაჯ. Ҳабиб Юсуфӣ; დ. 1916, სამარყანდი — გ. 22 თებერვალი. 1945, ვარშავის მახლობლად) — ტაჯიკი პოეტი. 1940 სამარყანდში დაამთავრა უზბეკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. პირველი ლექსები 1936 წელს გამოაქვეყნა. 1939 წელს გამოვიდა მისი კრებული „სამშობლოს სიმღერები“.

ჰაბიბის პოეზიის ენა უბრალო და სახიერია, სიახლე შეიტანა ტაჯიკური ლექსის მეტრიკაში. 1968 წელს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ნ. ოსტროვსკის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატობა. წერდა ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატიებსაც. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება