იუსტინე არველაძე (დ. 14 სექტემბერი, 1947, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1971–1973 წლებში იყო ქარელის რაისაავადმყოფოს ექიმი–ანესთეზიოლოგი. 1973–1981 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის ასისტენტი. 1981–1986 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1986–1996 წლებში თბილისის I სამედიცინო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე. 1996 წლიდან ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–ანესთეზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სხვადასხვა ტიპის კაპილარების ასაკობრივი ცვლილებები“, დაიცვა 1986 წელს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2000 — ღირსების ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 19
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2003, გვ. 77
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 302

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება