იურუბის ეროვნული პარკი
იურუბი (ესპ. Parque Nacional Yurubí) — ეროვნული პარკი დასავლეთ ვენესუელაში, იარაკუის შტატში. შეიქმნა 1960 წლის 18 მარტს, მდინარე იურუბის აუზის დაცვის მიზნით, რომელიც ქალაქ სან-ფელიპესთვის მტკნარი წყლის ძირითადი წყაროა. პარკი მდებარეობს სიერა-დე-აროის მთებში. იგი მოიცავს უღრან ტყეებსა და დაბალ მთებს, შემოსაზღვრულია კულტივირებული არეალებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული პარკი საუკეთესოდ დაცულ მთის ტყეებს მოიცავს, ის პრაქტიკულად უცნობია ვენესუელელებისთვის. პარკს გადაკვეთს რამდენიმე ვიწრო ბილიკი, რომელთაც ძირითადად ბრაკონიერები, მცირე რაოდენობის ვიზიტორები და მკვლევრები იყენებენ. ტერიტორია დასახლებულია, თუმცა მისი უძველესი მაცხოვრებლები აქედან წლების წინ გადაადგილდნენ.
იურუბის ეროვნული პარკი
Parque Nacional Yurubí | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ვენესუელა |
უახლოესი ქალაქი | სან-ფელიპე |
კოორდინატები | 10°20′25″ ს. გ. 68°44′09″ დ. გ. / 10.34028° ს. გ. 68.73583° დ. გ. |
ფართობი | 236,70 კმ² |
დაარსდა | 1960 |
ბიომრავალფეროვნება
რედაქტირებაგეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ეროვნული პარკი დიდი მრავალფეროვნებითა და ენდემიზმით გამოირჩევა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ მცირე კვლევები და მოხსენებები არსებობს. აღწერილია ფრინველთა 68 სახეობა.
საფრთხეები
რედაქტირებაიურუბი ვენესუელის ერთ-ერთი საუკეთესოდ დაცული პარკია. მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ მოწყვლადია ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორიცაა ხანძარი, არაკანონიერი ნადირობა და ადამიანთა დასახლებები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.yaracuy.com.ve დაარქივებული 2012-02-16 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- Carlsen, M. 1999. Recopilación y Reproducción de Información Sobre las Investigaciones en el
- Sistema de Parques Nacionales. INPARQUES. Dirección General Sectorial de Parques Nacionales. División de Evaluación, Inventario y Monitoreo Ambiental.
- Jiménez, G. 1988. Inventario preliminar de aves en el área recreativa Leonor Bernabó del Parque Nacional Yurubí. INPARQUES -Documento N° 248.
- Jiménez, G. 1988. Reporte de una colonia de Guácharos (Steatornis caripensis) en el Parque
- Nacional Yurubí. INPARQUES -Documento N° 247.
- Marante, N. 1989. Diagnóstico del Parque Nacional Yurubí. Informe de Pasantía-Instituto
- Universitario Tecnológico de Yaracuy.
- Plan de Ordenamiento y Reglamento de Uso del Parque Nacional Yurubí. 1992. Gaceta Oficial de la República de Venezuela, N° 4525 Extraordinario, decreto N° 2336.
- The World Bank. 1995. Staff Appraisal Report N° 13974-VE. Inparques Project. Venezuela.