იური სოლომინი
იური სოლომინი (რუს. Ю́рий Мефо́дьевич Соло́мин, დ. 18 ივნისი, 1935, ჩიტა — გ. 11 იანვარი, 2024, მოსკოვი[1]) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და თეატრალური პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1988). რუსეთის (1974) და ყირგიზეთის (1996) სახალხო არტისტი. „მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის“ სრული კავალერი.
იური სოლომინი | |
---|---|
რუს. Ю́рий Мефо́дьевич Соло́мин | |
დაბადების თარიღი |
18 ივნისი, 1935 ჩიტა |
გარდაცვალების თარიღი |
11 იანვარი, 2024 (88 წლის) მოსკოვი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | სსრკ სახალხო არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიური სოლომინი დაიბადა ჩიტაში, 1935 წლის 18 ივნისს. 1957 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა მოსკოვის მცირე თეატრის დასში. საბჭოთა რეპერტუარის პიესებში ახალგაზრდა მსახიობმა დაიწყო ეპიზოდური როლებით და მალე მთავარი როლების შესრულებაზე გადავიდა. მისი სცენური როლებიდან აღსანიშნავია ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), ვოინიცკი (ა. ჩეხოვის „ძია ვანია“), სირანო დე ბერჟერაკი (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“) მეფე თედორე (ა. ტოლსტოის „მეფე თედორე ივანეს ძე“). 1980 წლიდან თეატრში რეჟისორადაც მუშაობდა.
1988 წლიდან იყო მცირე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1961 წლიდან ასწავლიდა შჩეპკინის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში. იყო პროფესორი და უცხოელ სტუდენტებთან ატარებდა მასტერ-კლასებს ამერიკაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში.
მისი დებიუტი კინემატოგრაფში შედგა 1960 წელს, რეჟისორ ი. ანენსკის ფილმში „უძილო ღამე“. საკავშირო აღიარება მსახიობს მოუტენა პავლე კოლცოვის როლმა ფილმში „მისი აღმატებულების ადიუტანტი“. ამის შემდეგ მან მთავარი როლი ბევრჯერ შეასრულა, მათ შორის აკირა კუროსავას ოსკაროსან ფილმში „დერსუ უზალა“, ასევე „ბლოკადა“, „ღამურა“, „სკსს უფლებამოსილია განაცხადოს“ და სხვა. როგორც რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: „სკანდალური შემთხვევა ბრიკმელში“ (1981), „მისი ცხოვრების ნაპირი“ (1985), „თავიდან იყო სიტყვა“ (1992) და სხვა.
1990 წლის 8 სექტემბრიდან 1991 წლის 15 ნოემბრამდე იყო რსფსრ-ის კულტურის მინისტრი.
2023 წლის ნოემბერში მსახიობმა ინსულტი გადაიტანა მსუბუქ ფორმებში.
გარდაიცვალა 2024 წლის 11 იანვარს. დაკრძალვის ცერემონია გაიმართება მცირე თეატრში 15 იანვარს და გარდაცვლილის ნების თანახმად, მას დაკრძალავენ მეუღლის გვერდით, ტროეკუროვის სასაფლაოზე.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1960 | ფ | უძილო ღამე | Бессонная ночь | კაუროვი, ინჟინერი |
1965 | ფ | ერთი პოლკის მუსიკოსები | Музыканты одного полка | ალექსეი ილიუტინსკი |
1965 | ფ | დევნა | Погоня | ნიკოლაი, მაიორი |
1966 | ფ | დედის ერთგულება | Верность матери | დიმიტრი ულიანოვი |
1967 | ფ | გაზაფხული ოდრაზე | Весна на Одере | ალექსანდრე მეშჩერსკი |
1967 | ფ | სულით ძლიერნი | Сильные духом | გერმანელი მაიორი |
1969 | ფ | წითელი კარავი | Красная палатка | ტროიანცი, ინჟინერი |
1969 | ფ | მისი აღმატებულების ადიუტანტი | Адъютант его превосходительства | პავლე კოლცოვი, გენერლის ადიუტანტი |
1970 | ფ | ცეცხლიანი ზღვა | Море в огне | კაპიტანი პეტროვი |
1971 | ფ | სამძებრო სამსახურის ინსპექტორი | Инспектор уголовного розыска | გოლოვკო, მილიციის მაიორი |
1972 | ფ | ხტომის ნებართვა | Право на прыжок | ახალი მწვრთნელი |
1975 | ფ | დერსუ უზალა | Дерсу Узала | ვლადიმერ არსენიევი |
1975 | ფ | სოკოლოვო | Соколово | გენერალი შაფარენკო |
1977 | ფ | გზანი წამებისანი | Хождение по мукам | ივან ტელეგინი |
1978 | ფ | სასკოლო ვალსი | Школьный вальс | პავლე კნუშევსკი, ზოსიას მამა |
1981 | ფ | სიჩუმის ყვირილი | Крик тишины | გამომძიებელი დრონოვი |
1983 | ფ | ვილა „გრეტას“ საიდუმლოება | Тайна виллы «Грета» | დეპუტატი ოკორესი |
2004 | ფ | მოსკოვური საგა | Московская сага | ექიმი გრადოვი |
2005 | ფ | თოლია | Чайка | სორინი |
1984 | ფ | მისი ცხოვრების ნაპირი | Берег его жизни | ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი |
1984 | ფ | სკსს უფლებამოსილია განაცხადოს | ТАСС уполномочен заявить | სლავინი, სუკ-ის პოლკოვნიკი |
1985 | ფ | სოფია კოვალევსკაია | Софья Ковалевская | დიდი მთავარი |
2003 | ფ | პრეტენდენტი | Претендент | გადამდგარი ადმირალი |
2008 | ფ | დაუმარცხებელი | Непобедимый | გენერალ-ლეიტენანტი როკოტოვი |
2009 | ფ | ისაევი | Исаев | ვლადიმიროვი, ისაევის მამა |
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 2023 — იმიერბაიკალეთის მხარის საპატიო მოქალაქე
- 1971 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1974 — რსფსრ სახალხო არტისტი
- 1985 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1988 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1996 — ყირგიზეთის სახალხო არტისტი
- 1984 — სუკ-ის პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში
- 1995 — IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი
- 1999 — III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი
- 2005 — II ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი
- 2015 — I ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი
მსახიობის სახელს ატარებს ასტეროიდი №10054, რომელიც 1987 წელს აღმოაჩინა საბჭოთა ასტრონომმა ლიუდმილა ჩერნიხმა ყირიმის ობსერვატორიაში.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: იური სოლომინი
- იური სოლომინი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://kino-cccp.net/dir/43-1-0-3884
- ↑ Schmadel, Lutz D. Dictionary of Minor Planet Names (ინგლ.). — Fifth Revised and Enlarged Edition. — B., Heidelberg, N. Y.: Springer, 2003. — P. 719. — ISBN 3-540-00238-3.