იური პატრიკეევი
იური პატრიკეევი (სომხ. Յուրի Պատրիկեև, რუს. Юрий Николаевич Патрикеев; დ. 28 სექტემბერი, 1979, კიროვო-ჩეპეცკი, რუსეთი) — სომეხი-რუსი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. იგი არის ოლიმპიური და მსოფლიო მედალისტი და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი. პატრიკეევს მინიჭებული აქვს საერთაშორისო დონის ტიტული „რუსეთის სპორტის ოსტატი“.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 სექტემბერი, 1979[1] (45 წლის) |
დაბ. ადგილი | კიროვო-ჩეპეცკი, რუსეთი |
სიმაღლე | 195 სმ სმ |
წონა | 120 კგ კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სომხეთი, სსრკ და რუსეთი |
სპორტი | ჭიდაობა |
სახეობა | ბერძნულ რომაული |
კლუბი | დინამო კრასნოდარი |
მწვრთნელი |
იგორ ივანოვი ალექსეი შევზოვი სამუელ გეორგიანი |
ჯილდოები | მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-2 ხარისხი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაიური პატრიკეევმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა დაიწყო მშობლიურ ქალაქში, კიროვო-ჩეპეცკიში, პაულ ვერტუნოვას ზედამხედველობის ქვეშ. 1996 წელს ჩაირიცხა კუბის ფიზიკურ აღზრდის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გადავიდა კრასნოდარში, სადაც დაიწყო ჭიდაობა რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის, იგორ ივანოვის ხელმძღვანელობით. 1995 წელს პატრიკეევი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, როგორც კადეტი და 1999 წელს მსოფლიო ჩემპიონი, როგორც უმცროსი.
კარიერა
რედაქტირება2000 წელს პატრიკეენი გახდა რუსეთის ეროვნული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის წევრი. ორი წლის შემდეგ, მან ოქროს მედალი მოიგო ჭიდაობის 2002 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ბრინჯაოს მედალი ჭიდაობის 2002 წლის მსოფპიო ჩემპიონატზე.
პატრიკეევმა ოქროს მედალი მოიგო ჭიდაობის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატში. მიუხედავად იმისა, რომ გახდა ევროპის ჩემპიონი, პატრიკეევი რუსეთის ფედერაციის ჩემპიონატის ფინალში ამავე წლის ბოლოს დამარცხდა ხასან ბაროევთან და ამიტომ ვერ მოხვდა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე (ათენში) წარსადგენ რუსეთის ჭიდაობის ეროვნულ გუნდში. პატრიკეევმა მწვრთნელთა ეს გადაწყვეტილება უსამართოდ მიიჩნია. ამასთან დაკავშირებით, პატრიკეევს კონფლიქტი მოუვიდა რუსეთის ბერძნუო-რომაული ჭიდაობის ნაკრების მთავარ მწვრთნელ გენდი საფუნოვთან; 2005 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მოქალაქეობა სომხეთის მოქალაქეობით შეეცვალა. ამავე დროს იური განაგრძობდა ცხოვრებას და ვარჯიშს კრასნოდარში, მაგრამ მოგვიანებით მსახურობდა სომხეთის დროშის ქვეშ. მან რუსეთის ნაკრები ოფიციალურად 2005 წელს დატოვა.
სომხეთის ახალმა მოჭიდავემ ჭიდაობის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიპოვა. მომდევნო წელს ოქროს მედალი მოიგო ჭიდაობის 2008 წლის ევროპის ჩემპიონატში. პატრიკეევი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ბიიჯენგში ასპარეზობდა. მან ხსენებულ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იური პატრიკეევი გახდა პირველი ოლიმპიური მედლის მფლობელი, რომელიც სომხეთის სახელით ასპარეზობდა, თუმცა ქვეყანაში დაბადებული არ იყო.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპატრიკეევი დაოჯახებულია და ჰყავს ქალიშვილი. მან განაცხადა რომ თავი ისევე მიაჩნია სომეხად, როგორც რუსად.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://pantheon.world/profile/person/Yury_Patrikeyev
- ↑ Yuri Patrikeyev’s daughter his muse. sport.news.am. ციტირების თარიღი: 20 January 2013.