იური გაგარინის ქუჩა
იური გაგარინის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (ვეძისი); ზურაბ ჟვანიას მოედნიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში და კოლხეთის ქუჩა ერქვა. 1968 წელს იური გაგარინის სახელი ეწოდა. ქუჩაზე დგას ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა (N29. 1974; არქიტექტორები: გიორგი ჩახავა, ზ. ჯალაღანია; კონსტრუქტორები: ა. კიმბერგი, თ. თხილავა), რომელიც შეტანილია 1982 წელს აშშ-ში გამოცემულ მსოფლიოს საუკეთესო ნაგებობათა კატალოგში. გაგარინის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაყარზე დგას სკულპტურული კომპოზიცია „ვეფხი და მოყმე“ (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. არქიტექტორი ვახტანგ დავითაია).
იური გაგარინის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
წინა სახელები | კოლხეთის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 41, ISBN 978-99928-20-35-3.