იური ბარამიძე
იური (იურა) შერმადინის ძე ბარამიძე (დ. 26 აპრილი, 1931, სოფ. ზემო სურები, დღ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 10 დეკემბერი, 2019, თანიანთკარი) — ქართველი დოკუმენტური კინოს ოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).
იური ბარამიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | იური შერმადინის ძე ბარამიძე |
დაბადების თარიღი |
26 აპრილი, 1931 ზემო სურები, ჩოხატაურის რაიონი, სსსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
12 დეკემბერი, 2019 (88 წლის) თანიანთკარი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | კინოოპერატორი |
აქტიური | 1953-დან |
ჯილდოები | საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლომონოსოვის პრემია |
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა. 9 თვე სწავლობდა პლეხანოვზე არსებულ კინოსტუდიაში.[1] 1953 წლიდან მუშაობდა კინოში. მისი გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: „დარტყმა ღრუბლებზე“ (1961; მიიღო ლომონოსოვის პრემია), „ობსერვატორია მთებში“ (1962), „ჯიხვი იცვლის ბილიკს“ (1964), „ვარძია“ (1967), „კლდის ვეფხვი“ (1968), „საქართველოს ფლორა და ფაუნა“ (1970), „აბრეშუმი“ (1972), „არ დაიდარდო, დედაო...“ (1975), „კაცობრიობის გაზაფხული“ (1975), „მირზა გელოვანი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1976), „კვალი ნათელი“ (1978), ფილმი-დილოგია („ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ და „პირველად იყო სიტყვა“, 1983, გენო რეხვიაშვილთან ერთად), „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ (1985), „ნაძარცვის კვალდაკვალ“ (1987, გენო რეხვიაშვილთან ერთად), „შორიელთა სიახლოვე“ (1987, გენო რეხვიაშვილთან ერთად).
სიცოცხლის ბოლო წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თანიანთკარში ცხოვრობდა.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 356.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ვის ნეშტს მალავდა იური ბარამიძე მეგობრის სარდაფში და რა პირობებში მოუწია მას რომის პაპის გადაღება. თბილისელები (6 თებერვალი, 2017). ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.
- ↑ ყველასგან მიტოვებული იური ბარამიძე – ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდა. არტინფო (30 ივნისი, 2018). ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.