იუპიტერ LXVI
იუპიტერ LXVI, S/2017 J 5 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის კარმეს ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებათანამგზავრი აღმოაჩინა კარნეგის ასტრონომმა სკოტ შეპარდმა 2017 წლის 23 მარტს სერრო ტოლოლოს ობსერვატორიაში გადაღებულ ორ სურათზე. აღმოჩენა გამოქვეყნდა 2018 წლის 17 ივლისს.[1]
2018 წლის 25 სექტემბერს აღმოჩენა აღიარა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა და თანამგზავრს მიანიჭა მუდმივი ნომერი იუპიტერ LXVI.[2]
ორბიტა
რედაქტირებათანამგზავრი იუპიტერის გარშემო ორბიტას დაახლოებით 720.5 დღეში ასრულებს. დიდი ნახევარღერძი დაახლოებით 23.17 მილიონი კილომეტრია. ორბიტალური მოძრაობის მიმართულება ეწინააღმდეგება იუპიტერის ბრუნვას მისი ღერძის გარშემო.[1] S/2017 J 5-ის ორბიტის მახასიათებლები იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი კლასიფიცირდეს კარმე ჯგუფის წევრად.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაფიზიკური მახასიათებლები დანამდვილებით უცნობია, მაგრამ მისი სიკაშკაშის მიხედვით, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ თანამგზავრის დიამეტრი დაახლოებით 1 კილომეტრია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Международный астрономический союз. (2018-07-17) MPEC 2018-O13 : S/2017 J 5. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-21.
- ↑ Международный астрономический союз. (2018-09-25) MPC 111804. Центр малых планет. ციტირების თარიღი: 2019-01-20.