იუნის ნური
იუნის ნური (აზერ. Yunis Nuri, ფსევდონიმი იუნის ჰაჯი სულეიმან ოღლი სულეიმანოვი; დ. 23 იანვარი, 1878, ერევანი — გ. 5 იანვარი, 1950, იქვე) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მსახიობი. ერევნის აზერბაიჯანული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი.
იუნის ნური | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 იანვარი, 1878 ერევანი, ერევნის გუბერნია |
გარდაცვალების თარიღი |
5 იანვარი, 1950 (71 წლის) ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების მიზეზი | სა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია → სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1896—1949 |
იუნის ჰაჯი სულეიმან ოღლი სულეიმანოვი დაიბადა 1878 წლის 23 იანვარს ერევანში. 1896 წელს დაიწყო მუშაობა ერივნის თეატრში და სიცოცხლის ბლომდე მუშაობდა ერევნის აზერბაიჯანულ თეატრში.[1]
მან შეასრულა ისეთი როლები, როგორებიც არის ჰაჯი ყარა (მირზა ფათალი ახუნდოვი „ჰაჯი ყარა“), სოლთან ბეგი (უზეირ ჰაჯიბეკოვი „არშინ მალ ალანში“), ექიმი (ჟან ბატისტ მოლიერის ნაწარმოებში), ათაქიში, ალაჰვერდი (ჯაბარ ჯაბარლის „სევილი“ „1905 წელი“), გიკო (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპოში“) შეიჰ ნასრულა (ჯალილ მამედყულიზადე „მკვდრებში“) და სხვა. იუნის ნურის ნატამაშები აქვს ასევე კინოშიც. მან შეასრულა როლები ისეთ ფილმებში როგორებიცაა: „ზანგეზური“, „სევანის მეთევზეები“, „ანაითი“ და სხვა.[1]