იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები სირიაში
2016 წლის მონაცემებით სირიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 6 ძეგლია, რაც საერთო რაოდენობის 0,6 %-ია (სულ 1052).
2013 წლიდან სირიის ყველა ობიექტი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაშია. ამის მიზეზი გახდა 2011 წლიდან ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, რომლის მსვლელობისას ისლამურმა სახელმწიფომ დაიკავა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომლის წარმომადგენლებმაც გაანადგურეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არა მარტო სირიაში, არამედ ერაყშიც. ძეგლები სერიოზულად დაზიანდა ან საერთოდ განადგურდა.
ცხრილი
რედაქტირებაცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
# | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმები |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ძველი ქალაქი დამასკო | დამასკო | VIII საუკუნე | 1979 | 20 | i, ii, iii, iv, vi | |
2 | ძველი ქალაქი ბუსრა | ბუსრა | II საუკუნე | 1980 | 22 | i, iii, vi | |
3 | პალმირის არქეოლოგიური ძეგლები | პალმირა | I — II საუკუნეები | 1980 | 23 | i, ii, iv | |
4 | ძველი ქალაქი ალეპო | ალეპო | XII საუკუნე | 1986 | 21 | iii, iv | |
5 | კრაკ-დე-შევალიე და სალადინის ციტადელი | ჰომსისა და ლათაკიის მუჰაფაზები | XI — XIII საუკუნეები | 2006 | 1229 | ii, iv | |
6 | ჩრდილოეთ სირიის ძველი სოფლები | ალეპოს მუჰაფაზა და იდლიბი | I — VII საუკუნეები | 2011 | 1348 | iii, iv, v |