იუზა უგულავა
იუზა უგულავა (დ. 1 აპრილი, 1936, ხონი) — ქართველი ინჟინერი.
იუზა უგულავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1936 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1960 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1960-1963 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველო „მრეწვმშენის“ მშენებელ ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1963-1968 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N1 სამმართველოში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1972 წლებში ამავე ტრესტის N8 სამმართველოს უფროსად; 1972-1974 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1974-1978 წლებში რუსთავის სახლსაშენი კომბინატის დირექტორი; 1978-1994 წლებში მეფრინველეობის რესპუბლიკური სამრეწველო გაერთიანების უფროსის მოადგილე მშენებლობისა და ექსპლუატაციის დარგში, მშენებარე ობიექტების მშენებლობის უფროსი; 1994 წელს დაინიშნა ქ. ფოთის ნავსადგურისა და ქალაქის ობიექტების მშენებლობის უფროსად; 2006-2011 წლებში მუშაობდა როგორც ექსპერტ-კონსულტანტი მშენებლობის დარგში; პროფესიული შრომითი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა ჭიათურის ფლოტაციის ქარხნის კომპლექსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, თბილისის ცენტრალური ფოსტა-ტელეგრაფის (რუსთაველის გამზირზე), შრომის სასახლის, სასტუმრო „აჭარის“, სპორტის სასახლის თაღოვანი გადახურვის აღდგენით სამუშაოებში, გარდაბანში, კაზრეთში, თელავში, რუსთავში, თბილისში საცხოვრებელი სახლებისა და პროფტექნიკური სასწავლებლების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა დიღომში ახალი კინოსტუდიის, სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება „მიონის“, ავჭალის მეორადი მასალების გადამამუშავებელი ქარხნის, სამრეწველო მეფრინველეობის დიდი კომპლექსის — კასპის, კინდღის, გალის, თამარისის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, თელავისა და წნორის ფაბრიკების მშენებლობას.
ჯილდოები
რედაქტირება- საპატიო ნიშნის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 537