იტა კოზაკევიჩი
იტა კოზაკიევიჩი ( პოლ. Ita Maria Kozakiewicz, ლატვ. Ita Marija Kozakeviča ;.დ. 1955 წლის 3 ივლისი, რიგა — 1990 წლის 28 ოქტომბერი, გაეტა ) — ლატვიის პოლონელთა კავშირის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე, ლატვიის ეროვნული აღორძინების მოღვაწე, ლატვიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სახალხო ფრონტიდან .
იტა კოზაკევიჩი | |
---|---|
პოლ. Ita Maria Kozakiewicz ლატვ. Ita Marija Kozakeviča | |
დაბადების თარიღი | 3 ივლისი, 1955 |
დაბადების ადგილი | რიგა |
გარდაცვალების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1990 (35 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Gaeta |
მოქალაქეობა | ლატვია |
განათლება | ლატვიის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის კომანდორი ვარსკვლავებით და ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1955 წლის 3 ივლისს რიგაში შერეულ პოლონურ-ლატვიურ ოჯახში. 1962-1974 წლებში სწავლობდა ანრი ბარბიუსის სახელობის № 11-ე "ფრანგულ" საშუალო სკოლაში რიგაში. 1974-1981 წლებში სწავლა განაგრძო ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის მიმართულებით.
უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კორექტორად რიგის გამომცემლობა Liesma- ში და ჟურნალისტად და რედაქტორად გაზეთ Daiļrade- ში. იგი საუბრობდა ლატვიურ, რუსულ, პოლონურ, ასევე ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ და ქართულ ენებზე. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას პოლონური და ფრანგული ენებიდან ლატვიურზე. დაკავებული იყო ფოლკლორული კვლევებით.
ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ჩაერთო ლატვიის სსრ-ში პოლონური უმცირესობის ნახევრად ოფიციალურ საქმიანობაში. 1989 წელს გახდა პოლონეთის კულტურის მეგობრების ლატვიის საზოგადოების თავმჯდომარე, რომელიც დაარსდა 1988 წლის ნოემბერში. იყო პოლონური საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იეკაბპილსში 1990 წელს, შემდეგ ხელმძღვანელობდა აღორძინებულ ომამდელ ლატვიაში პოლონელთა კავშირს. ამავე დროს, იკავებდა ლატვიის ეროვნული კულტურული საზოგადოებების ასოციაციის (ANKOL) თანათავმჯდომარის თანამდებობას, რომელიც აერთიანებდა ეროვნულ უმცირესობათა ორგანიზაციებს. მან ხელი შეუწყო 1989 წლის 12 დეკემბერს პოლონეთისა და ლატვიის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და მასწავლებლების მოწვევას პოლონეთიდან ლატვიაში [1] .
1988 წელს დაიწყო თანამშრომლობა ლატვიის სახალხო ფრონტთან, მიისწრაფოდა ავტონომიისაკენ, შემდეგ კი ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ. 1989 წელს იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ჯეკაბპილსის ოლქიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. 1990 წლის 18 მარტის არჩევნების შედეგებით იგი გახდა ლატვიის სსრ მე-12 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯეკაბპილსის No129 ოლქიდან. მუშაობდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე, ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა და ეროვნულ საკითხთა კომისიას, იყო პრეზიდიუმის წევრი. [2] 1990 წლის 4 მაისს, სახალხო ფრონტის სხვა დეპუტატებთან ერთად, ხმა მისცა ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ დეკლარაციის მიღებას. 1990 წლის ივნისში, ცესისში, მიენიჭა წოდება "ქალი — ლატვია".
იტა კოზაკევიჩი დაიღუპა 1990 წლის 28 ოქტომბერს ტირენიის ზღვაში ცურვისას, როდესაც მონტე კასინოს მონახულების შემდეგ პოლონური დიასპორის Kraj-Emigracja-ს კონფერენციის ფარგლებში ბრუნდებოდა რომში. [3]
დაკრძალეს მიხაილოვის სასაფლაოზე რიგაში, სექტორი M1-8, ნაკვეთი 14090221 [4] .
შეხედულებები
რედაქტირებაიგი ძირითადად დაინტერესებული იყო ეროვნული და რელიგიური საკითხებით. მისი ახლო თანამოაზრის მ. შაცი მარიაშის მოგონებების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად გამოდიოდა რუსიფიკაციის წინააღმდეგ, ჩართული იყო ინტერფრონტის ქმედებებსა და დამოუკიდებელი ლატვიის სახელმწიფოს ფორმირებისთვის ბრძოლაში, იტა კოზაკევიჩი გამოდიოდა აგრესიული ლატვიური ნაციონალიზმის, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ.
იგი განიხილავდა ქვეყნის ყველა მაცხოვრებლისთვის მოქალაქეობის მინიჭების „ნულოვან“ ვარიანტს, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საზოგადოებაში დაძაბულობა და უმცირესობათა ჩაგვრა.
ლატვიის პრეზიდენტის ვაირა ვიკე-ფრაიბერგას თქმით, იტა კოზაკიევიჩი იყო "ლატვიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო".
ოჯახი
რედაქტირებამამა ეჟი (იურის) კოზაკევიჩი, პოლონელი იყო. ხოლო დედა, რიტა ლიდაკსი — ლატვიელი. მამის მხრიდან ოჯახი ლატვიაში 1863 წელს პოლონეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ დასახლდა. 1978 წელს იგი ცოლად გაჰყვა სტანისლავ რისარდ ლიპეკს, მაგრამ წყვილი მალევე დასორდა ერთმანეთს. მეორე ქმარი იყო მათემატიკოსი ინდულის სტრაზდინიში, რომელიც მოგვიანებით აირჩიეს ლატვიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
ჯილდოები და ხსოვნა
რედაქტირება2001 წელს პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნიევსკიმ სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა კომანდორის ჯვრით პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის ვარსკვლავთან ერთად.
იტა კოზაკევიჩის სახელს ატარებს ლატვიის ეროვნული კულტურული საზოგადოებების ასოციაცია (ANKOL) [5] [6] და პოლონური საშუალო სკოლა რიგაში [7] , რომელზედაც დადგმულია მემორიალური დაფა.
მას ეძღვნება დოკუმენტური ფილმი Ita (ავტორები ნორ იკსტენი და ჰარის ბეკერისი), ასევე წიგნი ა . მელნალკსნისის Zvaigznei tikai stunda (2004, პოლონური თარგმანი Tylko jedna godzina dla gwiazdy 2007 წ.) .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 65-ta rocznica urodzin Ity Kozakiewicz - Polska na Łotwie - Portal Gov.pl. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ Ita Kozakeviča. ციტირების თარიღი: 2021-12-01.
- ↑ Latvijas brīvībai atdotā sirds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-30. ციტირების თარიღი: 2021-12-01
- ↑ CEMETY - Kapu pārvaldības un informācijas izplatīšanas pakalpojums. ციტირების თარიღი: 2022-12-12.
- ↑ Ите Козакевич 3-го июля могло бы исполниться 65. ციტირების თარიღი: 2021-12-01.
- ↑ Itas Kozakevičas Latvijas Nacionālo Kultūras Biedrību Asociācija. ციტირების თარიღი: 2021-12-01.
- ↑ Rīgas Itas Kozakēvičas Poļu vidusskola. ციტირების თარიღი: 2021-12-01.