იტალიური სპინონე (იტალ. Spinone italiano) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იტალიაში შუა საუკუნეებში.
იტალიური სპინონე
|
წარმოშობის ქვეყანა
|
იტალია
|
თვისებები
|
წონა
|
მამრი
|
35-40 კგ.
|
|
მდედრი
|
30-35 კგ.
|
სიმაღლე
|
მამრი
|
63-65 სმ.
|
|
მდედრი
|
60-63 სმ.
|
ბეწვი
|
თეთრი, თეთრი ნარინჯისფრით ან თეთრი წაბლისფრით
|
სიცოცხლის ხანგრძლივობა
|
12-13 წელი
|
|
|
ძაღლი (Canis lupus familiaris)
|
შესაძლოა სპინონეს წინაპრები იყვნენ სეგუჯიო, ან კორტალსის გრიფონი. ხოლო დღევანდელი სახე ჩამოყალიბდა პიემონტში და ლომბარდიაში ჯერ კიდევ XIII საუკუნეში, გარეგნული თვისებებით და ხასიათით მიმზიდველი იტალიური სპინონეს პოპულარობა მომავალში აუცილებლად გაიზრდება. დღესდღეობით უკვე დიდია მისი პოპულარობა სამშობლოს გარეთ - ჩრდილოეთ ამერიკაში, სკანდინავიაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს გასაკვირი არ არის, რადგან იტალიური სპინონე კეთილი, მხიარული და დამჯერი ძაღლია და დიდ სიამოვნებას იღებს ნადირობისგან, ან ბურთის დევნისგან.
გარეგნულად დარბაისელი, თავშეკავებული სპინონე სინამდვილეში ენერგიული და მხიარული ძაღლია, რომელსაც ზოგჯერ ხულიგნობაც უყვარს. სპინონეს აქვს გრძელი, უხეში ბალანი, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, თეთრი ნარინჯისფრით, ან თეთრი წაბლისფრით, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ის ადვილად უძლებს სიცივეს და სიცხეს. ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ადვილად იწვრთნება. კარგად ურთიერთობს ბავშვებთან. სამკუთხა ყურები დაფარულია გრძელი, ხშირი ბალნით. დიდი, მრგვალი, უდარდელი თვალების ზემოთ გრძელი ბალნისგან შემდგარი წარბებია, დრუნჩს ფარავს გრძელი ულვაშები და წვერი.