იტალიური კალია (ლათ. Calliptamus italicus) — მწერი ნამდვილი კალიების ოჯახისა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებელია. მურა ან ნაცრისფერი სხეული აქვს, დაჰკრავს ყავისფერი ელფერი. ფრთები საფუძველთან ვარდისფერი აქვს. სხეულის სიგრძე 14,5-41 მმ აღწევს. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ ევროპაში, შუა და დასავლეთ აზიაში. გვხვდება საქართველოშიც. ავშან-მარცვლოვანი სტეპების ტიპური წარმომადგენელია. ჩრდილოეთით უპირატესობას ანიჭებს ღია ადგილებს მსუბუქი ნიადაგით, ხოლო სამხრეთით მდინარის სანაპიროებსა და ოაზისებს. ზიანს აყენებს ბამბას, მზესუმზირას, პარკოსნებს, ბაღჩას, კარტოფილს და სხვა კულტურებს. ახასიათებს წელიწადში 1 გენერაცია. მასობრივი გამრავლების პერიოდში იტალიური კალია ქმნის ჯოგებს და იქცევა როგორც ჯოგური კალია. რიცხობრიობის დეპრესიის პერიოდში ცხოვრობს იზოლირებულად.

იტალიური კალია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Calliptamus italicus

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება