ისრაელ მილიტოსიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისრაელ მილიტოსიანი (სომხ. Իսրայել Միլիտոսյան, დ. 17 აგვისტო, 1968, ლენინაკანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი კარიერადასრულებული ძალოსანი. 1989 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1968(1968-08-17) (56 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი
სიმაღლე 165 სმ სმ
წონა 70 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სსრკ და სომხეთი
სპორტი ძალოსნობა
კლუბი სპარტაკ გიუმრი
ჯილდოები მოსე ხორენაცის მედალი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა ლენინაკანში, სომხეთის სსრ-ში (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი), ქალაქში რომელიც ცნობილია მსოფლიო დონის ძალოსნებით.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! მილიტოსიანმა ძალოსნობაში ასპარეზობა 1980 წელს ვარდან მილიტოსიანის ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო და 1987 წელს შეუერთდა საბჭოთა ეროვნულ ნაკრებს.

ისრაელ მილიტოსიანი იყო მისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძალოსანი. მილი ოლიმპიური დებიუტი შედგა 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სეულში. 67.5 კილოგრამ კატეგორიის სპორტსმენებს შორის მან ვერცხლის მედალი მოიპოვა ჯამში აწეული 337.5 კილოგრამი წონით; იგი ოქროს მედალოსან ჯოაკიმ კუნზს მხოლოდ 2.5 კილოგრამით ჩამორჩა. დამარცხების მიუხედავად, მილიტოსიანმა ატაცში 155 კილოგრამის აწევით ახალი რეკორდი დააფიქსირა.

მომდევნო წელს 1989 წლის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატსა და ამავე წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მოგებით მილიტოსიანი გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. ათენში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან ატაცში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა (158.5 კგ).

საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, ისრაელ მილიტოსიანმა და სხვა საბჭოთა სპორტსმენებმა ერთი გუნდის ქვეშ, სახელად გაერთიანებული გუნდი, იასპარეზეს 1992 წელს ბარსელონაში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებში. ატაცში მილიტოსიანმა 155 კილოგრამი აწია, ხოლო აკვრაში 182.5 კილოგრამი; ამით მას ჯამში 337.5 კილოგრამი გამოუვიდა და ამჯერად მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი; მეორეადგილოსანს მან 10 კილოგრამით აჯობა. დღევანდელ დღემდე მილიტოსიანი რჩება უკანასკნელ სომეხად, რომელმაც ოლიმპიური ოქრო ძალოსნობაში მოიპოვა.

1992 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ისრაელ მილიტოსიანი მშობლიური სომხეთის სახელით ასპარეზობდა.

1994 წელს, ამავე წლის სოკოლოვში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში, მან უკვე მესამედ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი ატაცში. სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ისტორიაში მილიტოსიანი არის პირველი ძალოსანი რომელმაც მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.[1] იგი სიმხეთს წარადგენდა 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე; აღნიშნული ოლიმპიადა მან მე-6 ადგილით დაასრულა.

ისრაელ მილიტოსიანმა ძალოსნობის კარიერა დაასრულა 1999 წელს. შემდგომ იგი ძალოსანთა მწვრთნელად მუშაობდა მშობლიურ გიუმრიში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ისრაელ მილიტოსიანი არის საბჭოთა-სომეხი ოლიმპიური მედალოსანის (ძალოსნობაში), ვარდან მილიტოსიანის ბიძაშვილი და კურსელი. ვარდანი იყო პირველი საბჭოთა-სომეხი ძალოსანი რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა, ხოლო უკანასკნელი - ისრაელ მილიტორიანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Dream Teams Of The 20th Century: Team Armenia. liftup.chidlovski.net. ციტირების თარიღი: 5 January 2013.