ისმაილიას სასახლე
ისმაილიას სასახლე (აზერ. İsmailiyyə Sarayı) — დღესდღეობით აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის შენობა. განლაგებულია ბაქოში, ისტიგლალიათის ქუჩაზე.
ისმაილიას სასახლე İsmailiyyə Sarayı | |
---|---|
მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
არქიტექტორი | პლოშკო, იოსეფ კასპერვიჩი |
დაწყების თარიღი | 1908 |
დასრულების თარიღი | 1913 |
ისტორია
რედაქტირებამუსა ნაგიევმა, ტუბერკულოზით გარდაცვლილი ვაჟის ისმაილის სახელის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა აეშენებინა სასახლე ქალაქის ცენტრში.
როცა ისმაილი შვეიცარიაში გადიოდა მკურნალობას მამა მას სტუმრობდა. შვეიცარიაში ჩასვლის დროს ის ყოველთვის გოთიკურ სტილში აშენებულ პალაზო კანტარიას სასახლეს აათვალიერებდა და ბაქოში თავისი ვაჟისთვის მსგავსი შენობის აშენების სურვილი ჰქონდა. მან გააგზავნა პოლონელი არქიტექტორი იოსიფ პლუშკო იტალიაში სასახლის არქიტექტურული სტილის ასარჩევად. 1907 წელს ნაგიევმა დაამტკიცა პროექტი და დაიწყო სასახლის მშენებლობა. სასახლის მშენებლობა დამთავრდა 1913 წელს. შენობა აშენდა ვენეციურ გოთიკურ სტილში. „ისმაილიის“ სასახლის საზეიმო გახსნის შემდეგ მის თეთრი ქვით მორთულ სააქტო დარბაზში, რომლის ფანჯრებიც გადიოდა ნიკოლაევის ქუჩაზე, მიმდინარეობდა მუსულმანური საქველმოქმედო საზოგადოების სხდომები, მუსულმანი ქალების კრებები, ბაქოს ინტელიგენციის, სასულიერო პირთა კრებები. 1917 წლის 26 აპრილს ამ დარბაზში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია სახალხო მასწავლებლების მონაწილეობით. 1918 წლის მარტის მოვლენების დროს შენობა სერიოზულად დაზიანდა, როგორც ტყვიებისა და ჭურვებისგან, ასევე ხანძარისგანაც. 1923 წელს არქიტექტორ დუბოვის ხელმძღვანელობით შენობა აღადგინეს. რესტავრაციის დროს მოშორდა წარწერები როგორც ფასადზე, ასევე შენობის გვერდებიდანაც. „ისმაილიის“ აღდგენის შემდეგ სხვადასხვა წლებში მას იკავებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები: „აზერბაიჯანის შესწავლისა და გამოკვლევის საზოგადოება“, „არქეოლოგიური კომისია“, „თურქულენოვანი კულტურის საზოგადოება“, ხელნაწერთა ფონდი“, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფილიალი და სხვა. ამჟამად შენობაში განლაგებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია[1][2].