ისლას-დე-ლა-ბაიის დეპარტამენტი
ისლას-დე-ლა-ბაია (ესპ. Islas de la Bahía) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მოიცავს კარიბის ზღვაში მდებარე ამავე სახელობის კუნძულებსა და სხვა მიმდებარე კუნძლებს. დედაქალაქია კუნძულ როატანზე მდებარე როატანი.
დეპარტამენტი | |
---|---|
ისლას-დე-ლა-ბაიის დეპარტამენტი Departamento de Islas de la Bahía | |
ქვეყანა | ჰონდურასი |
ადმ. ცენტრი | Coxen Hole |
კოორდინატები | 16°19′00″ ჩ. გ. 86°32′00″ დ. გ. / 16.31667° ჩ. გ. 86.53333° დ. გ. |
დაარსდა | 1872 |
ფართობი | 261 კმ² |
მოსახლეობა | 43 018 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC-6 |
2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 43 018 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 261 კმ²-ია.
ისტორია
რედაქტირებაკუნძულები 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკაში მეოთხე მოგზაურობისას. მოგვიანებით მათ ფლობდა ჯერ ინგლისი, შემდეგ ესპანეთი და ნიდერლანდები. 1860 წელს, ბრიტანეთის სამეფომ ჰონდურასის დამოუკიდებლობა აღიარა და კუნძულებიც მას გადასცა. ისლა-დე-ლა-ბაიის დეპარტამენტი ჰონდურასის სახელმწიფოში ოფიციალურად 1913 წლის 14 მარტს გაერთიანდა.
დეპარტამენტი 4 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.