ისარი (კომიქსის გმირი)

ისარიDC კომიქსების გმირი, მრავალი წლის განმავლობაში კომიქსები ქმნიდნენ სუპერგმირებს ზებუნებრივი ძალით და სუპერსიჩქარით, თუმცა არსებობდნენ ისეთი სუპერგმირებიც რომლებიც სუპერშესაძლებლობების გარეშე ახერხებდნენ საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის დაცვას. სწორედ ასეთ გმირებს მიეკუთვნება ოლივერ ქუინი (ისარი). იგი პირველად კომიქსებში გამოჩნდა 1941 წელს More Fun Comics-ის 73 ნომერში, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღეს მორტ ვეისინგერიმორტ ვეისინგერმა და ჯორჯ პაპიმ. მისი პირველი გამოჩენისას მას ძალზედ ამგვანებდნენ მის კოლეგას გოთჰემიდან ბეტმენს. მის ამდაგვარ ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მისმა წარსულმა. იგი ქარაფშუტა და დროსტარების მოყვარული იყო, ერთ საღამოს იგი დათვრა ერთ-ერთ წვეულებაზე და თავი შეირცხვინა, ამიტომ გადაწყვიტა მოგზაურობა და პირად მცველს აეკიდა, მან უთხრა რომ ეს არ იყო კარგი აზრი, ოლივერმა შეამჩნია რომ მისი პირადი მცველი მას ფულს პარავდა. ამის გამო მან წინააღმდეგობის გაწევა დააპირა და თუმცა მისი მცველი პროფესიონალი ჯარისკაცი აღმოჩნდა, მან ოლივერი ცემა და კატარღიდან ზღვაში გადააგდო. დინებამ იგი კუნძულზე გამორიყა. ქუინი წლების განმავლობაში თავს ხელნაკეთი შვილდ-ისრით ირჩენდა. ერთ დღესაც მან შეამჩნია თვითმფრინავი და ეცადა მათი ყურადღება მიექცია, პასუხად კი ტყვიები დაუშინეს. ოლივერმა მოახერხა, თვითმფირავს ძრავი დაუზიანა და ჩამოაგდო. მან გაარკვია რომ იგი კუნძულზე მარტო არ ყოფილა და მის მაცხოვრებლებს ჩაინა ვაითი აშინებდა. ოლივერმა კუნძულზე არსებული ნარკოკარტელი გაანადგურა და დაიწყო ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. მოსახლეობამ მას მწვანე ისარი შეარქვა. მან მოიმზადა სპეციალური სამოსი და შვილდ-ისარი. მას შემოუერთდნენ როი ჰარპერი (სფიდი) და შავი იადონი.

ისარი

მწვანე ისარი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი DC კომიქსები
პირველი გამოჩენა 1941 წელს More Fun Comics-ის 73 ნომერში
ავტორ(ებ)ი მორტ ვეისინგერი
ჯორჯ პაპი
დახასიათება
ალტერ ეგო ოლივერ ჯონას ქუინი
სრული სახელი ოლივერ ქუინი
სახეობა ადამიანი
ფსევდონიმები ისარი
მოკავშირეები ბეტმენი
სუპერმენი
შესაძლებლობა შვილდ-ისრისა და ხმლის ფლობა, ტაქტიკის მომზადება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება