მთავარი მენიუს გახსნა

ისაბელ ფერნანდა ესპანელი (ესპ. Isabel Fernanda de España; დ. 18 მაისი, 1821 — გ. 9 მაისი, 1897) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უფროსი ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის მული და ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მამიდა.

ისაბელ ფერნანდა ესპანელი
Infanta Isabel of Spain, Countess Gurowski, in 1860.jpg
დაბ. თარიღი 18 მაისი, 1821
მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი 9 მაისი, 1897, (75 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება ესპანელები
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) იგნასიო დე გუროვსკი
მშობლები მამა: ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი
დედა: ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი

ბიოგრაფიარედაქტირება

ისაბელ ფერნანდა დაიბადა 1821 წლის 18 მაისს არანხუესის სამეფო სასახლეში, მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უფროსი ასული.

1841 წელს იგი ცოლად გაჰყვა ესპანეთში დაბადებულ და აღზრდილ, წარმოშობით პოლონელ დიდგვაროვან იგნასიო დე გუროვსკის. იგნასიო შესანიშნავი, მოსიყვარულე და რომანტიკული მეუღლე აღმოჩნდა, რომელიც ასევე ატარებდა კუსტინეს მარკიზის წოდებას. ისაბელ ფერნანდამ განათლება საფრანგეთში მიიღო, სადაც გაიცნო იგნასიო და მასზე სკანდალურად დაქორწინდა. ესპანეთის პრინცესისა და უბრალო პოლონელი აზნაურის ქორწინებას ცხადია დიდი სკანდალი მოჰყვა, რის გამოც ისაბელ ფერნანდამ უარი განაცხადა ესპანეთში დაბრუნებაზე და საყვარელ მეუღლესთან ერთად ბელგიაში, კერძოდ კი ბრიუსელში დასახლდა. სწორედ აქ გააშინა მან თავისი რვა შვილი, რომელთაგან მხოლოდ სამმა გოგონამ მიაღწია ზრდასრულობამდე. როდესაც 1846 წელს ისაბელ ფერნანდას ძმა ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ზე დაქორწინდა, მან თავის ბელგიაში მცხოვრებ დას სამშობლოში დაბრუნების ნება დართო. სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდა იგი სამეფო კარის არისტოკრატიულ ცხოვრებასა და თავის წრეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წელიწადში ისაბელ II-ის მმართველობა დაამხეს, რის გამოც სამეფო ოჯახი, მათ შორის ისაბელ ფერნანდა და მისი ქმარ-შვილი პარიზში გაიქცა. სწორედ აქ, 1897 წლის 9 მაისს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ისაბელ ფერნანდა.

შვილებირედაქტირება

  1. მარია ლუისა (1842-1877), ცოლად გაჰყვა ვისენტე ბერტან დე ლის ი დერეტს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. კარლოსი (1846), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. მარია ისაბელი (1847-1925), პირველად იქორწინა შარლ ალენ-პერკინზე, რომელთანაც შეეძინა შვილები, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა ხოსე მარია დიას-მარტინ ი ტორნერიას, რომელთანაც შვილები არ შეეძინა;
  4. ფერნანდო (1848-1875), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. კარლოსი (1854-1856), გარდაიცვალა ჩვილი;
  6. ავგუსტო (1855), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. ლუისი (1856), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. მარია კრისტინა (?-?), ცოლად გაჰყვა ბართოლომეო დე კოსტას, რომელთანაც შეეძინა შვილები.

წინაპრებირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Kalendario manual y guía de forasteros en Madrid. Imprenta Real. 1837. Consultado el 9 de mayo de 2018. (ესპანურად)