ისაბალა ბაირამოვი
ისაბალა ბაირამოვი (აზერ. İsabala Bayramov, სრული სახელი:İsabala Əli oğlu Bayramov; დ. 1 სექტემბერი, 1967, ჰალავარი — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]
ისაბალა ბაირამოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 სექტემბერი, 1967 ჰალავარი, გუგარქის რაიონი, სომხეთის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1990 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | შეჰიდთა ხეივანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1967 წლის 1 სექტემბერს სომხეთის სსრ-ის გუგარქის რაიონის სოფელ ჰალავარში. სამხედრო სამსახურის შემდეგ კომის სსრ-ში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა პრაპორშჩიკად. 1988 წლის 7 დეკემბერს სპიტაკის მიწისძვრისას სახლის დანგრევისა და სომხეთიდან აზერბაიჯანელთა დეპორტაციის გამო მისი ოჯახი აზერბაიჯანში, ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად.[2] გადასვლის შემდეგ სხვადასხვა ადგილას მუშაობდა.
სიკვდილი
რედაქტირება19 იანვარს ბიძაშვილთან ერთად წავიდა მე-11 წითელი არმიის მოედანზე. დაახლოებით 00:30 საათზე, ისაბალა დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა სემაშკოს საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე. ტყვია მოხვდა თავში და დაუზიანდა თავის ქალა.[3]
დაკრძალეს შეჰიდთა ხეივანში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "20 Yanvar Şəhidi" fəxri adının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikasının Prezidentinin 17 yanvar 2000-ci il tarixli 259 saylı Fərmanı. ციტირების თარიღი: 2015-07-17(აზერბაიჯანული)
- ↑ Şəhidlər. ციტირების თარიღი: 2022-10-05(აზერბაიჯანული)
- ↑ Qara Yanvar şəhidləri. ციტირების თარიღი: 2015-07-17(აზერბაიჯანული)